კალიGRAPHYა

პირველი დამწერლობა მესოპოტამიაში, ქრისტეშობამდე 4000 წელს შეიქმნა. ბეჭდვა მე-15 საუკუნეში გამოიგონეს, პირველი ავტოკალამი კი – 1940 წელს. ყველამ ვიცით, რომ ხელით წერა კლავიატურამ ჩაანაცვლა. ტრადიციულ წერის მეთოდზე აქტუალური ელექტრონული ჩანიშვნები გახდა. ბევრი ფიქრობს, რომ ხელით წერის გაქრობა ყოველდღიურობიდან დიდი კულტურული ტრაგედია იქნებოდა, სხვები კი ამაზე პასუხობენ, რომ – რა თქმა უნდა, კომპიუტერის გარეშე წერა უნდა შეგეძლოს, თუმცა ელექტრონული წერაც მშვენივრად ამართლებს, ტექსტი უფრო გასარკვევია და წასაკითხად მარტივი. მე კი მგონია, რომ ხელით წერა დინოზავრივით ვერ გადაშენდება. ინდოეთის სამხრეთით, არაბეთის ზღვის ქვიშიან სანაპიროზე, წმინდა ქალაქის – გოკარნას ერთ ზღვისპირა სასადილო-კაფეში უჩვეულო საყურებელი იყო, როგორ იკალათებდნენ ზღვიდან ამოსული ადამიანები ხის სკამებზე და ფურცელზე რაღაცას წერდნენ. აღმოჩნდა, რომ კაფეში საჭმელს ამ ფორმით უკვეთდი ფურცელზე კალმით ჩამოწერილს. ამ ჯგუფური ხელით წერის ყურებისას ვიფიქრე, რომ წერის დროს ადამიანის მიხვრა-მოხვრაში არის რაღაც ჯადოსნური… რა ლამაზი საყურებელია, როცა არ იციან, რომ თვალს ადევნებ მათ, ამ თითქოს ცეკვასავით მოძრაობას, ხელის მოძრაობას რომ ძალდაუტანებელი სიჩქარით აყოლებენ თავს და ერთიდან მეორე მხარეს ხრიან… მომხიბვლელი და რომანტიკულია; რომანტიკული, რადგან კომპიუტერმა დღეს ასე შთანგვთქა. კვლევები კი ხელით წერისა და ელექტრონულად წერის ეფექტებს ერთმანეთს ადარებს და გვეუბნება, რომ ხელით ჩანიშვნები ინფორმაციის შემეცნებით რესტრუქტურიზაციას ისეთნაირად ახდენს, რომ დამახსოვრების უნარსაც ეფექტურად ავითარებს. ჩვეულებრივი/რიგითი მანქანაზე მბეჭდავი წუთში 33 სიტყვას კრეფს, მაშინ, როცა ჩვეულებრივი ხელით მწერალი/დამწერი წუთში მხოლოდ 19 სიტყვის დაწერას ახერხებს, მაგრამ სისწრაფე შემეცნებით აღქმის უნარს ამცირებს (კარატი, 1999). ხელით წერის დროს, ტვინს ფიქრის საშუალებას აძლევ. სხვა შემთხვევაში, სიტყვები, უბრალოდ, ვერ ასწრებენ ტვინში დალექვას. გარდა ამისა, ფურცელი და საწერი კალამი აშკარად უფრო მეტ გრაფიკულ თავისუფლებას იძლევა და პირდაპირი გზაა შემეცნებითი განვითარებისკენ.
ბოლოს ფურცელზე ხელით როდის დავწერე?
ეს ტექსტი დავწერე

XIIm

XIIn

მაქსიმე მაჩაიძე – არტისტი

XIIsa

XIIsd

ანა მაყაშვილი – პუბლიცისტი/ მთარგმნელი

XIIdf   XIIfg

გრინჩი – ჯგუფი Kung – Fu Junky

XIIgf  XIIgh

ნატალი ბასილაია – ენთუზიასტი პოეტი

XIIhh      XIIjj

ნიკა თოფურია – არტისტი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>