Party Girl

Party Girl” სამი რეჟისორის – მარი ამაშუკელის, სემუელ ტეისისა და კლერ ბიურგერის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პრემიერა 2014 წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა და საუკეთესო დებიუტისთვის „ოქროს კამერა“ მოიპოვა, აგრეთვე გაიმარჯვა საუკეთესო სამსახიობო ანსამბლის ნომინაციაში, სექციაში „სხვა მზერით“. „Party Girl” ნომინირებული იყო ცეზარის, ევროპული კინოსა და ლუმიერების დაჯილდოებებზე, ხოლო პარიზის კინოფესტივალზე, ნომინაციაში „აუდიტორიის ჯილდო“, გაიმარჯვა. ფილმი ყოფილი კაბარეს  მოცეკვავის ნამდვილი ისტორიაა. ანჟელიკი არაორდინარული ქალია, სამოცი წლის ასაკში მას ძველებურად უყვარს კლუბები, სასმელი და სექსი. ერთ დღეს, წვეულებებისა და გართობის მოყვარული ქალბატონი გათხოვებას გადაწყვეტს, ანჟელიკის ეს ნაბიჯი გარშემომყოფებში კითხვებს აჩენს.

სემუელთან და კლერთან ეს შენი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, თუმცა თქვენი კოლაბორაცია აქამდეც შემდგარა, მოგვიყევი ამ თანამშრომლობის შესახებ.

„Party Girl”-ის გადაღებამდე ჩვენ უკვე გვქონდა ერთად მუშაობის გამოცდილება. მე და კლერს რამდენიმე მოკლმეტრაჟიანი ფილმი გვაქვს გადაღებული, მათ შორის „It's Free For Girls”, რომელიც 2010 წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში ცეზარის კინოპრემიით დაჯილდოვდა. რაც შეეხება სემუელს, მასთან ერთად გადავიღეთ ერთი საშუალომეტრაჟიანი ფილმი, რომელიც კინო სკოლა „La Femis” ტრეინინგის ნაწილი გახლდათ. თუმცა ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ პროფესიული არ არის. კოლეგების გარდა, დიდი ხანია, მეგობრები ვართ. ეს კი საქმეში ძალიან გვეხმარება, რადგან ფილმის ერთად გადაღება დიდ ნდობას საჭიროებს. 

„Party Girl“ მხატვრული ჟანრისაა, მაგრამ მთავარი გმირი ფილმში თავის თავს თამაშობს. რამ გადაგაწყვეტინათ ანჟელიკის ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღება და სად გადის ზღვარი ნამდვილ და გამოგონილ ისტორიას შორის?

XIIfv

XIIvm-

ყველაფერი ნამდვილი ამბიდან – ანჟელიკის უჩვეულო ქორწინებიდან დაიწყო. მან ძალიან გვიან, სამოცი წლის ასაკში გადაწყვიტა გათხოვება. ეს იყო ერთგვარი მოგზაურობის დასასრული ქალისა, რომელმაც მხოლოდ გართობა და ღამის ცხოვრება იცოდა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ანჟელიკის ისტორია ფილმისთვის კარგი მოცემულობა იყო. თავდაპირველად ავტობიოგრაფიული გარემოებებით დავიწყეთ: მისი შვილები, კაბარეს ცხოვრება, ქორწინება და ქალიშვილი სინთია უპატრონო ბავშვთა სახლში. შემდეგ მოვლენების მოფიქრება მოგვიწია, რათა კინემატოგრაფიული ამბავი შეგვექმნა. ფილმში შეთხზული ისტორია ძლიერი და დამაჯერებელი უნდა იყოს, რეალური ამბის გამოყენება კი დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. ჩვენ დავდიოდით გამოგონილი და ნამდვილი ისტორიების ზღვარზე, მათ შორის ბალანსის დაცვა კი რთული გახლდათ.

რას ფიქრობ ანჟელიკის პერსონაჟის შესახებ?

ანჟელიკი გაცილებით ძლიერი და ქარიზმატულია ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი. ის უჩვეულოა, ყველანაირი ჩარჩოდან ამოვარდნილი. მას შეუძლია ერთდროულად იყოს დედა, ბარის მასპინძელი და მაცდური ქალი. ეს მის ყოველ ფეხის ნაბიჯში იგრძნობა. ჩვენ გვსურდა შეგვექმნა პერსონაჟი, რომლთანაც
მაყურებელი საერთოს აღმოაჩენდა, ფილმის სიუჟეტი და პროტაგონისტი აუდიტორიისთვის ნაცნობი და ახლობელი უნდა ყოფილიყო. ამიტომ ანჟელიკის სტილიზება მოგვიწია, თუმცა მისი გმირის ძირითადი ხასიათი რეალურია. ანჟელიკის პერსონაჟის საშუალებით, გვინდოდა ეჭვქვეშ მოგვექცია სიყვარული, ოჯახი, თავისუფლება და საზღვრები. ჩვენ დავსვით კითხვები, ანჟელიკი თავისუფალია თუ ეგოისტი? სპონტანური თუ უდარდელი? გულუხვი თუ უპასუხისმგებლო?

კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის პრიზი აიღეთ. ფილმში, მთავარი გმირის მსგავსად, სხვა პერსონაჟებიც საკუთარ თავს თამაშობენ, როგორ მოხდა მათი შერჩევა და რას მეტყვი სამუშაო პროცესის შესახებ?

როგორც იცი, ანჟელიკი სემუელის დედაა და ფილმიც მათი ოჯახის შესახებაა. ოჯახის ყველა წევრი თავის თავს თამაშობს, სხვა როლების სათამაშოდ კი არაპროფესიონალი მსახიობების დახმარება დაგვჭირდა მაგალითად, ანჟელიკის მეუღლე მიშელი. ის არც ანჟელიკს იცნობდა და არც მის ოჯახს, მაგრამ საოცრად ითამაშა, მიშელი ძალიან დაგვეხმარა.

XIIbciw

ფესტივალზე, აგრეთვე, გადმოგეცათ „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის, რაც დამწყები რეჟისორებისთვის დიდი სტიმულია. შენთვის რა მნიშვნელობისაა ეს ჯილდო?

ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. იმედი მაქვს, მიღწეული წარამტება არ შემაშინებს და დიდი ხნის განმავლობაში ვიქნები თამამი. ვფიქრობ, სითამამის გარეშე ფილმის გადაღება მოსაწყენია.

რეჟისორები, რომლებიც “Party Girl”-ის გადაღებისას შთაგონების წყაროდ იქცნენ?

„Party Girl”-ის შექმნისას ხშირად ვუყურებდით ჯონ კასავეტესის, პიერ პაოლო პაზოლინისა და მაურისიო პიალატის ფილმებს. ბევრჯერ ვნახეთ „Woman under influence'' ????????????? “Mama Roma” და „Wanda”, ფილმები თავისუფალ და ატიპიურ ქალებზე.

2014-15 წლებში გამოსული ფილმებიდან, რომლებს
გაუწევდი რეკომენდაციას?

“რკინის კაცი” : )

მუშაობ თუ არა ამჟამად კინო პროექტზე და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

დიახ!

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>