ვენეციის ბიენალეს გიდი – ის, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ ვენეციის 56-ე ბიენალეზე

ტექსტი / ფოტო: ნათია ბუკია 

XII_issue25

1. გერმანიის პავილიონი

გერმანიის პავილიონის იდეა დაფუძნებულია ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორებიცაა მიგრაცია, მუშათა კლასის პრობლემები და რევოლუცია. ოთხი არტისტული მიმართულება პავილიონს ქარხნად გადააქცევს. აქედან მოდის პავილიონის სახელწოდებაც fabrik. ჰიტო სტეიერლის ვიდეო ინსტალაცია Factory of the sun, 2015 განსაკუთრებით შთამბეჭდავია და დღეს საკმაოდ საკამათო თემას – ჩვენს ინტერნეტ ცხოვრებას და მის უზომო გამჭვირვალობას ეხება.

XII_issue26

2. ამერიკის პავილიონი
არ გამოტოვოთ პერფორმანსის ამერიკელი დედოფლის, ჯოან ჯონასის მიერ ვიდეოებითა და სკულპტურებით
შექმნილი, პირდაპირი მნიშვნელობით,ზღაპრული სამყარო. ესთეტიურად მაქსიმალურად დატვირთული პავილიონი, იდეურადაც ძალიან მნიშვნელოვან თემებს ეხება.

XII_issue27

3. დანიის პავილიონი
დენ ვოს მიერ შექმნილი მინიმალისტური პავილიონი პირდაპირ ეწინააღმდეგება ბევრი ქვეყნის მიერ გამოყენებულ მარტივ ხერხს – რომ ყურადღების მისაქცევად, მთლიანად ვიზუალზე გაკეთდეს აქცენტი. გამოფენას ქვია mothertongue. თემაც, წარმოდგენილი ნამუშევრებიც და ექსპოზიციაც ძალიან თანამედროვეა.

XII_issue28

4. “All the World's Futures”
ოკვუი ენვეზორის მიერ კურირებულ გამოფენაში თავმოყრილია 189 არტისტის ნამუშევარი. გამოფენაში ბევრი
ვარსკვლავი მონაწილეობს; მაგალითად, ოსკარ მურილო, კრისტიან ბოლტანსკი, ადრიან პაიპერი, ტერი ედკინსი და ა.შ. თუმცა მთავარი აქცენტი თემების მნიშვნელობაზეა გაკეთებული და იმაზე, თუ რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ხელოვნებამ მსოფლიო პრობლემებზე. ეს გამოფენა აუცილებლად შეგძრავთ და ღირებულებების გადაფასებაშიც შეიძლება დაგეხმაროთ.

XII_issue29

5. პიტერ დოიგის გამოფენა Fondazione Bevilacqua-ში
ვენეციაში, ბიენალეს პარალელურად, გამოფენის ორგანიზების ერთ-ერთი ხიბლი სწორედ ლოკაციების არაჩვეულებრივი არჩევანია. ალბათ, ბევრად მარტივია კარგი გამოფენა გააკეთო ისეთ „პალაცოებში”, როგორებიც ვენეციაში მრავლად არის. პიტერ დოიგის გამოფენა შედარებით მოკრძალებულ შენობაშია და ადგილის ძებნასაც შეიძლება დიდხანს მოუნდეთ, მაგრამ ნამდვილად არ ინანებთ. აქ გაქვთ შესაძლებლობა, ნახოთ შესანიშნავი ფერწერა. ამ ნამუშევრების უმრავლესობა აქამდე არსად გამოფენილა.

XII_issue20

6. გამოფენა ‘Proportio' Palazzo Fortuny-ში
აქსელ ვერვურდტის და დანიელა ფერეტის მიერ კურირებული გამოფენა, რომელიც ცდილობს გამოიკვლიოს უნივერსალური პროპორციების ერთდროული არსებობა ხელოვნებაში, მუსიკაში, მეცნიერებაში და არქიტექტურაში – ყველაზე ძლიერი კურატორული ნამუშევარია, რაც კი ოდესმე მინახავს. გარდა იმისა, რომ თვითონ Palazzo Fortuny უაღრესაც შთამბეჭდავია, გამოფენის კურატორებმა მოახერხეს, რომ ერთ სივრცეში მოექციათ ძალიან განსხვავებული ხელწერის მქონე ხელოვანების ნამუშევრები სხვადასხვა ეპოქიდან. აქ თავმოყრილია ისეთი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: მარინა აბრამოვიჩი, ილია და ემილია კაბაკოვები, ლე კორბუზიე, მიქაელ ბორმანსი, ენ დერბოვენი და ა.შ.

XII_issue211

7. ‘Slip of the tongue გამოფენა Punta Della Dogana-ში
დენ ვოს და პინოს კოლექციის მთავარი კურატორის, კეროლაინ ბურჟუას მიერ კურირებული გამოფენა კურატორის, როგორც ხელოვნების მფარველის ფუნქციით ინტერესდება. ვოს მთავარი ინტერესი უფრო მეტად ხელოვნების ნიმუშების შენახვა და მათი შემდგომი ცხოვრებაა, ვიდრე მათი ინტერპრეტაცია. ამიტომ არის, რომ გამოფენაში ბევრი თანამედროვე არტისტის (მათ შორის ვოს) ნამუშევრების გარდა, წარმოდგენილია შუა საუკუნეების ექსპონატები.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>