ლევან კაკაბაძე UNTITLED

UNTITLED 

XII_issue2ll

Kids

ბავშვობის წლები მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩემს ფოტოგრაფიასთან. პირველად ჩემი ეზოს ბავშვების გადაღების სურვილი გამიჩნდა. ისინი საკუთარ პატარაობას მახსენებდნენ. სერიაში „Kids” სწორედ ისინი მყავს გადაღებული სხვადასხვა მდგომარეობაში – თამაშისას, სეირნობისას, სათამაშო იარაღითა თუ ეროტიული ჟურნალით ხელში. ამ სერიის ერთ-ერთი ფოტო – “ჰაერში მოხტუნავე ბავშვი” ფოტოგრაფიის იტალიური ჟურნალის „Il Fotografo”-ს ყდაზე მოხვდა. ჩემი აზრით, ბავშვობის პერიოდმა დიდი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე და შეხედულებებზე. ყველა ნეგატიური მომენტიც პოზიტიურად მახსენდება, რადგან ეს ყველაფერი დამეხმარა ვყოფილიყავი დღეს ის, ვინც ვარ.

400 Blows

კინო ჩემთვის ყველაზე დიდი მასწავლებელია. ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებ და ვიცი, კინოს დამსახურებაა. ფილმებმა დამაინტერესა ფოტოგრაფიით, მუსიკით, ლიტერარტურით, ისტორიით და ა.შ. ყველაზე დიდი გავლენა ფრანსუა ტრიუფოს „400 Blows“-მა მოახდინა. ეს იყო პირველი ფილმი, რომელმაც ცხოვრების საინტერესო მოგზაურობისკენ გამიხსნა გზა.

ინსტინქტი

ტელე-კინო რეჟისურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. რამდენიმე კადრის გადაღება და ამ კადრებით რაიმე ისტორიის მოყოლა დაგვავალეს. ამ დავალების შემდეგ გამიტაცა ფოტოების გადაღებამ და მალე აღმოვაჩინე, რომ ყოველდღე ვიღებდი. ინტერნეტში დავიწყე სხვადასხვა ფოტოგრაფის ნამუშევრების დათვალიერება, ინტერვიუების და რევიუების კითხვა. შემდგომ ავტვირთე ჩემი ფოტოები, ბევრი პოზიტიური და ნეგატიური კომენტარი წამოვიდა. გამოხმაურებებმა სტიმული მომცა და უფრო სერიოზულად დავიწყე ფოტოგრაფიის შესწავლა, თუმცა, ვფიქრობ, ფოტოგრაფიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტინქტია და დღემდე ინსტინქტს ვენდობი.

The Americans

ბევრი ფოტოგრაფის ბევრი სერია მომწონს, მაგრამ განსაკუთრებულად – რობერტ ფრანკის „The Americans ”. ერთი შეხედვით უბრალო, ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტოებია, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი სერიაა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს 1950-იანი წლების ამერიკას.

ზღვა

ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ თავიდანვე ზღვასთან ახლო კონტაქტი მქონდა. მიყვარს ფოტოგრაფიაში წყლის თემა და ჩემს ფოტოებშიც ხშირად ნახავთ ზღვას, მინიმალისტურად, ერთ ადამიანთან ან კონსტრუქციასთან ერთად გადაღებულს. 

ესპანეთი

უკვე ცხრა თვეა, ვალენსიაში ვარ. ვეგუები ახალ გარემოს, ვსწავლობ ახალ ენას და ვცდილობ, საქართველოსგან რადიკალურად განსხვავებულ გარემოს მოვერგო, თუმცა შეგუება არ მიჭირს. მთავარია, ზღვასთან ვცხოვრობ, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. გადაღებაც ძალიან მიადვილდება. ეს ფოტოები, რომლებსაც სათაური ჯერ ვერ მოვუფიქრე, აქ არის გადაღებული.

სამომავლო გეგმები…

ახლა ძალიან მინდა კარგად შევისწავლო ესპანური ენა!

XII_issue2z

XII_issue2x

XII_issue2c

XII_issue2v

 

kakabadze5