გიორგი მჟავანაძე – “Modaomi”

XII_issue4_Content13  XII_issue4_Content14

XII_issue4_Content15  XII_issue4_Content16

“Modaomi” – ამ სახელით აკეთებ საინტერესო დიზაინის ბაფთებს, როდის და როგორ გაგიჩნდა მათი შექმნის იდეა?

– თავიდან კლასიკური ბაფთების კეთება დავიწყე, მაგრამ მალევე მომბეზრდა, რადგან მივხვდი, რომ ისეთი რაღაცის გამეორება, რაც უკვე დიდი ხნის წინ იყო შექმნილი, არ მაინტერესებდა. ასე დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადამექცია ყველასთვის ნაცნობი კლასიკური ბაფთა არატრადიციულ და საინტერესო აქსესუარად.

დიზაინის გარდა, საინტერესოა ბაფთების შეფუთვაც. ზოგიერთი მათგანი გამჭვირვალე ყუთშია მოთავსებული, მცენარეებთან ერთად, ზოგიერთი – ლითონის ცილინდრში და ა.შ. რამდენად მნიშვნელოვანია დიზაინის პროდუქტისთვის შეფუთვა?

შეფუთვა ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პროდუქტის დიზაინი.

ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობ. არის თუ არა შენთვის ნიუ იორკი ქალაქი, რომელიც გაძლევს ინსპირაციასა და იდეების განვითარების შესაძლებლობას?

ნიუ იორკი ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს ჩემზეც და, დარწმუნებული ვარ, ბევრ აქ მცხოვრებზეც. ჩემს შემთხვევაში, აბსოლუტურად მიხსნის გონებას და მეხმარება, ყველაფერი სხვა რაკურსით დავინახო. ასევე, უამრავი ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც მუდმივად გარს მახვევია, მაძლევენ მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მეტი ვიმუშაო და უკეთესი ნამუშევრები შევქმნა.

სამომავლო გეგმები…

ამ ეტაპზე ვეძებ პარტნიორს, ვისთან ერთადაც გავაკეთებ ახალ კოლექციას; ადამიანს, რომელიც მომცემდა ინსპირაციას, რომელსაც ბოლომდე მივენდობოდი და რომელთან ერთადაც კოლექციის შექმნის პროცესი სასიამოვნო იქნებოდა.

XII_issue4_Content17