ჩემი ამერიკა

XII_issue4_Content6    

XII_issue4_Content7

XII_issue4_Content8

ადრეული ასაკიდან საოცრად მაინტერესებდა ამერიკა. ტომ სოიერის და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლების წარმოსახვითი მონაწილე მეც ვიყავი. მინდოდა ჩავსულიყავი და ჩემი თვალით მენახა, სად გაუსწორდნენკალვერას კრისი, ვინი, ბრიტი. მეგონა, პირადად ვიცნობდი ფილმიდან “ერთხელ ამერიკაში” “მაქსს” და “ნუდლს” და მათი ავარდნილი ცხოვრების პარარელებს ვხედავდი ჩვენთან. ველურ დასავლეთზე და განგსტერულ ამერიკაზე ფილმებით და წიგნებით შექმნილი ბავშვობის წარმოდგენები ახლებურად გამააზრებინა და დამანახა ფრანკლინის, ჯეფერსონის და ვაშინგტონის ცხოვრების გაცნობამ. ამერიკა არის ქვეყანა, სადაც ჭეშმარიტად თავისუფალი ხალხი ცხოვრობს – თავისუფალი შეცდომების დაშვების თვალსაზრისითაც და მსოფლიო მასშტაბის სიკეთის შექმნის მხრივაც. ამერიკული ისტორიის წარმატების საფუძველი მოქალაქის ღრმა რწმენაა საკუთარ უფლებებში, იცხოვროს თავისუფლად და იყოს ბედნიერი; და ესუფლება კონსტიტუციით გარანტირებული და ხელშეუვალია. ამ გარემოში ამერიკელი ხალხი მსოფლიოს ლიდერი გახდა მეცნიერებაში, მედიცინაში, განათლებაში. ამერიკა ყველაზე ძლიერი სამხედრო ზესახელმწიფოა. 1997 წელს პირველად დავდგი ფეხი ტეხასის შტატში. დავიწყე ამერიკული სამხედრო განათლების მიღება.ამ პერიოდში დავინახე, თუ როგორი სიყვარული და სიამაყე აქვთ ამერიკელებს სამხედრო ისტორიის მიმართ; როგორი სერიოზულობით სწავლობენ სამხედრო ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ შეცდომა-წარმატებებს და აკეთებენ სწორ დასკვნებს. შესაშური პატრიოტიზმი დავინახე თითქმის ყველა რანგის ამერიკელ სამხედროში, ვისთანაც სწავლისპერიოდში შეხება მქონდა. ეს არის ამერიკის წარმატების მთავარი საფუძველი. გულდასმით შევისწავლე მე-20 საუკუნის ამერიკელი სამხედრო ლიდერების გამოცდილება; განსაკუთრებით ჩემი ფავორიტის, გენერალი პატენის. მოგვიანებით გავიცანი და დავმეგობრდი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ სამხედრო ლიდერთან, დევიდ პიტრეიესთან, რომელმაც სამხედრო ბრძოლის წარმოების ტაქტიკა და სტრატეგია გაათანამედროვა. ამერიკამ მომცა განათლება, რომელიც არამხოლოდ სამხედრო კარიერაში გამომადგა, არამედ დიპლომატიასა და პოლიტიკაშიც. მახსოვს და ვერასდროს დავივიწყებ, 2008 წლის აგვისტოს
ყველაზე მძიმედღეებში როგორ მედგნენ გვერდში, საქართველოს ელჩს, მეგობრები გაეროში ამერიკის სამხედრო, დიპლომატიური და პოლიტიკური წრეებიდან. მათი თანადგომით უფრო დიდი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან. საქართველოს და ამერიკის მეგობრობა დიდი და პატარა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დამთხვევის განსაკუთრებული მაგალითია. წარსულში არაერთ ქართველს შეუტანია წვლილი ამერიკის მშენებლობაში. საკმარისია დავასახელოთ ალექსანდრე ქართველი – ამერიკის სამხედრო ავიაციის ფუძემდებელი და ჯონ მალხაზ შალიკაშვილი – გაერთიანებული შტაბების უფროსი, ყველაზე მაღალი სამხედრო თანამდებობის პირი. ამერიკის სამედიცინო თუ სამეცნიერო პროგრესში დღესაც ათასობით ქართველს შეაქვს საკუთარი წვლილი. ამერიკამ ყველაზე მთავარი მასწავლა: ფრთებს შეასხამ ყველა ოცნებას, თუ საკუთარი თავის რწმენა გაქვს.

XII_issue4_Content9     

XII_issue4_Content10

XII_issue4_Content11