GEORGE BEZANI

GEORGE BEZANI

`Collage Chronicles` 

ციფრული კომუნიკაციის ეპოქაში, სადაც ფოტოს ან სხვა ვიზუალური მასალის გაცვლა, გაფეტიშება, გაზიარება ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ მეთოდად იქცა, კოლაჟის ფორმატი არავის უკვირს. ჩემი იდეა ემსახურება კოლაჟის სახით ახალი ნამუშევრის შექმნას, ახალი ხედვის გადმოცემას, რომელიც ძველი ფოტო მასალის შერწყმითა და გადამუშავებით ახალ ეკლექტურ იერს იძენს. 

კოლაჟი, როგორც ნამუშევრის შექმნის ერთ-ერთი ტექნიკა, ადრეულ ასაკში აღმოვაჩინე. ჩემთვის ეს საკუთარი სამყაროს ჩამოყალიბების გზა გახდა. კოლაჟის შექმნის პროცესი სპონტანური და უკიდეგანოა; თავისთავად საინტერესოა მეთოდი, რომელიც დეკონსტრუქციით იწყება, იმ მიზნით, რომ ახალი სრულყოფილი ნამუშევარი შეიქმნას და ყოველივე ამან ავტორის განწყობა, ხედვა და ხასიათი გადმოსცეს. ეს არის ერთგვარი ამბის თხრობის ფორმა, ალეგორია, რომელშიც უხილავი მოძრაობა და აბსურდული სამყარო ერთმანეთს ერწყმის. ეს ყველაფერი უზომოდ საინტერესოა ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის. 

კოლაჟი, რომელიც ყოველი ადამიანის ხედვას სხვადასხვა სახით ერგება და მასთან მრავალი მინიშნება თუ შეტყობინება მიაქვს, არის საწყისი იმ იდეის, რაც რუბრიკის სახით, ჟურნალ XII-ისთვის შევქმენი, რომელიც კოლაჟებით აწყობილი დღიურის სახეს იღებს. მკითხველს შესაძლებლობა ექნება, ჟურნალის ყოველ ახალ ნომერში გაეცნოს ამ დღიურის გვერდებს, რომელსაც ის ისე წაიკითხავს, როგორც მას სურს და არსებულ მასალას საკუთარი ხედვით დაინახავს, ყოველგვარი სათაურისა და იარლიყის გარეშე. 

ეს არის ქრონიკა, რომლის გვერდებზეც იხილავთ ვიზუალური ქაოსის ერთობლიობას, რაც ერთგვარი დასრულებული ქანდაკების, ამბის სახეს ატარებს…”

XII_issue3_content555

XII_issue3_content666

XII_issue3_content777

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>