ერთფეროვნების რესპუბლიკა

პროექტის შინაარსი აგებულია აკრძალვასა და საიდუმლო გავრცელებაზე, რაც საბჭოთა კავშირის დროს, ბუნებრივი მდგომარეობა იყო. დასავლური ინფორმაციისა და ფასეულობების თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე, საბჭოთა ტერიტორიაზე იქაური საინფორმაციო საშუალებები მხოლოდ იატაკქვეშა წესით ვრცელდებოდა, რაც დღევნდელი პერსპექტივით, თავისთავად, კომიკურია. მაგრამ რეჟიმის პირობებში, მათი გავრცელების პროცესი სახიფათო იყო. ფოტო სერიის ამოსავალია აბსურდული საფრთხე, რაც წარმოაჩენს იმდროინდელი გეოგრაფიული და კულტურული საზღვრების ჩაკეტილობას, მონოტონურობას, სახელმწიფოს შიშს უცხო კულტურის თუ მისი პროდუქციის მიმართ; დასავლური მუსიკის, ლიტერატურის და თუნდაც ტანსაცმლის საიდუმლო იმპორტს საბჭოთა საქართველოში. კადრებში აქცენტი საბჭოთა ადამიანის თვითგამოხატვის ლიმიტაციაზეა გადატანილი. სერიაში ყურადღება ინდივიდების თვითშემეცნებაზე, განათლებასა და თავისუფლების წყურვილზე მახვილდება, რაც წარსულში, ავტომატურად, სისტემის იდეოლოგიასთან დაპირისპირებას გულისხმობდა.

პერსონაჟები:
გიორგი ჟორჟოლიანი / ელენე მახარაშვილი / სანდრო ზაალიშვილი
ქეთა შათირიშვილი / სანდრო ფოფხაძე / მაია აბაშიძე
განსაკუთრებული მადლობა:
ანა მაყაშვილს / “Tbisi” / “Dining Room”
ოკუპაციის მუზეუმი / ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა

er3

ფოტოსერიის ავტორი: გიორგი დადიანი

er2

ER_1

er4

er5

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>