ნიკა სახანბერიძე – სტიკერები

XII_issue4_Content35     XII_issue4_Content36

XII_issue4_Content37     XII_issue4_Content38

XII_issue4_Content39  XII_issue4_Content40

ბავშვობიდან ბევრი შთაბეჭდილება მახსოვს. პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ხელოვნებას უკავშირდება, იყო ბაღში. ამერიკელი სტუმრები გვყავდა, რომლებმაც სტიკერები დაგვირიგეს. ეს იყო იმ დროისთვის თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული სტიკერები. ზოგიერთი მათგანი ჰოლოგრამული იყო. მე მაშინვე მივხვდი, რომ ჩვენთვის დარიგებულ სტიკერებს კავშირი ჰქონდათ სხვა სამყაროსთან, სხვა – განვითარებულ სამყაროსთან. შემდგომი შთაბეჭდილება იყო სკოლაში, სადაც პირველად ვნახე ფოსფორისფერი მარკერი. საქართველოში ფლუორესცენტული ფერები არ იყო და, შესაბამისად, ეს ფერი იქამდე არ მქონდა ნანახი. ფოსფორისფერი მარკერისა და სტიკერების ნახვამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და ჩემს ხელოვნებაზე. ამის შემდეგ ინსპირაციას ვიღებდი წიგნებიდან და ჟურნალებიდან, სადაც აღმოვაჩინე ცივილიზებული სამყარო და მხატვრები, რომლებმაც ისევე როგორც ყველა ხელოვანზე, ჩემზეც დიდი გავლენა მოახდინეს. ახლა ინსპირაციას ყველაფრისგან ვიღებ, მიღებული ინსპირაცია ჩემს ნამუშევრებად გარდაიქმნება.

ფერი
ფერს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფერებზე ფიქრისას აღმომიჩენია, როგორ შეიძლება ერთი ფერი მეორეს უხდებოდეს.

ჩუტყვავილა
ჩუტყვავილის გაკეთების იდეა ბრიტანეთში გამიჩნდა. ნოტინგემში, სამხატვრო მაღაზიაში ვიყავი. იქ კედელზე ბევრი სხვადასხვა ფორმის ფურცლის საჭრელები ეკიდა. უცებ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ერთ-ერთმა საჭრელმა მითხრა – “buy me”. შევხედე მას და ყვავილის ფორმა ჰქონდა, ვიყიდე და საქართველოში დაბრუნებისას, სტიკერის ქაღალდისგან ყვავილების გამოჭრა დავიწყე. ყვავილის ფორმის სტიკერებს ჩემი სახელოსნოს სტუმრებს ვჩუქნიდი, ისინი თავიანთ მეგობრებს ჩუქნიდნენ. მალე ჩუტყვავილა ძალიან პოპულარული გახდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. წელს ყვავილებს 10 წლის იუბილე ჰქონდა და ამ 10 წლის განმავლობაში, 4 მილიონამდე ყვავილი გავაკეთე.

Goldsmiths
გოლდსმითი არაჩვეულებრივი სკოლაა, იქ გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. ეს სკოლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ხელოვნების სკოლადაა მიჩნეული და მისი ცნობილი – The Ben Pimlott Building, სადაც სტუდენტების სახელოსნოებია განთავსებული, თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ნიმუშს წარმოადგენს.

ნიუ იორკი
ნიუ იორკი ყოველთვის მხიბლავდა. ვთვლი, რომ ის მსოფლიოს დედაქალაქია. არაფერი შეედრება მას. ის ჩემზე ყოველმხრივ და უწყვეტად ახდენს შთაბეჭდილებას.

ახლა
ამჟამად ვმუშაობ ორ, ერთმანეთის მსგავს ნახატზე, პარალელურად ვაკეთებ ექვს ჩარჩოს, რომლებიც ერთ ნამუშევარს წარმოადგენს.

XII_issue4_Content42

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com