ID თამაზ ყურაშვილი

XII_issue4_Content34

ილუსტრაცია: მაია აბაშიძე 

ერთი – ერთი ჩემთვის არაფერია. საერთოდ, პირველი არ მიყვარს.

ორი – აი, ორი ადამიანი უკვე რაღაცას ქმნის .

სამი – სამი უკვე კორპორაციული ხილვაა. სამ ადამიანს შეუძლია შექმნას ყველაზე განუზომელი, განუხილავი ფაქტორი, რომელიც უკვე რაღაცას სერიოზულად უყურებს.

ოთხი – ოთხი უკვე კვარტეტია.

ხუთი – ხუთი? ხუთი და ასე შემდეგ…

ექვსი – ექვსი უკვე გამეორებაა იმ ორი სამიანის, რომელიც ამას ამაგრებს. ექვსი ადამიანი იმ სამხმოვანებას უფრო აძლიერებს. იცით Take6 საიდან წარმოიშვა? იყო Lamber Tern In Cross, მაგარი ტრიო. ამ ტრიომ პოლიფონიურად ვერ შეავსო ხილვის კორპორაცია; მაგრამ მოვიდა Take6 და ამათ გაანათეს ყველაფერი. მაქსიმალურად გამოხატეს სათქმელი.

შვიდი – შვიდი არის ისეთი სეპტაკორდი, რომ არ შეიძლება სადმე არ გამოიყენო. ყველგან რომ გჭირდება, ისეთი რამეა შვიდი. ჩემი საყვარელია ციფრია. თუ არ ხარ კეთილშობილი, შვიდს ვერაფერში გაიზიარებ.

რვა – რვა, საერთოდ, გაუგებრობიდან იწყება. ცუდი ციფრია რვა, არაჯანმრთელი. ჩემთვის არის შვიდი, ცხრა. აი, რვა კი ვერ აბოლოებს, ვერ თხზავს.

ცხრა – ცხრა არის გადასარევი ციფრი. მიმზიდველია და არაგულგრილი.

ათი – ათი სხვა განზომილებაში მიდის. ათზე რამდენ ნოტსაც მიუწერ, იმდენად მდიდარი ხდები.

თერთმეტი – თერთმეტი შეუზღუდავი პასუხისმგებლობაა. თერთმეტს მერე მიუწერე ერთიანები და მილიონამდეც მიხვალ. შეუზღუდავია, ჯანმრთელობიდან გამომდინარე.

თორმეტი – როგორც ციფრი, ბევრი არაფერია ჩემთვის და საათად კი გადასარევია. ბლოკავს ყველაფერს, კრავს წრეს და მერე იწყება ახალი ერთიანი.

ნინო დარასელი

ნინო დარასელი

პირველი ნომრის რედაქტორი