მოწვეული რედაქტორი #5 – ოლგა ბაბლუანი

როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი
ავტორი: ჟაკ პრევერი

ჯერ დახატე
კარღია გალია
მერე დახატე
რაიმე ლამაზი
რაიმე მარტივი
რაიმე მიმზიდველი
რაიმე სასარგებლო
ჩიტისთვის
მერე ტილო ხეზე მიამაგრე
ბაღში
ტყეში
თუნდაც ჭალაში
თვითონ კი ხეს მოეფარე
არ გაინძრე
არ იხმაურო…
ჩიტი ხან ჩქარა მოფრინდება
ხან კი წლობით გალოდინებს
სანამ გამოჩენას ინებებს
ლოდინისას
მხნეობა არ დაკარგო
ელოდე თუნდაც წლობით
ჩიტის მოფრენამდე გასული დრო
პორტრეტის ღირსებაზე არაა
დამოკიდებული
ჩიტი რომ მოფრინდება
(თუ მოფრინდება)
დააკვირდი უძირო სიჩუმეს
დაიცადე სანამ ის გალიაში შევა
და როცა შევა
კარი ფუნჯით ფრთხილად მიკეტე
მერე სათითაოდ წაშალე
ყველა გისოსი
ისე რომ ჩიტის ერთი ბუმბულიც არ შეარხიო
მერე დახატე ხე
შეურჩიე ჩიტს
მისი ყველაზე ლამაზი ტოტი
დახატე აგრეთვე ფოთლების სიმწვანე
ქარის სიგრილე
მზის ათინათი
და ზაფხულის ხვატში
ბალახში მოფუთფუთე მწერების ხმები
შემდეგ კი დაელოდე
როდის დაიწყებს ჩიტი გალობას
თუ ჩიტი არ გალობს
ეს ცუდი ნიშანია
ნიშანი იმისა რომ პორტრეტი არ გამოვიდა
მაგრამ თუ ის გალობს ეს კარგი ნიშანია
ნიშანი იმისა რომ პორტრეტი დასრულებულია
მაშინ ძალიან ფრთხილად ამოაძრე
ჩიტს ერთი ბუმბული
და სურათს კუთხეში შენი სახელი მიაწერე

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>