საუბარი გელა ბაბლუანთან

XII_issue_524

ფოტო: დინა ოგანოვა

მიყვარს რეჟისორები. მათ მხოლოდ იმისი ჯერათ, რასაც ხედავენ. ცოტა ნაივური იდეაა – იცხოვრო, რომ გიყვარდეს, მაგრამ ძალაც მისსავე წრფელ უბრალოებაშია. როდესაც ყველაფერი ცუდადაა და სამყარო საზარელ
ადგილად გეჩვენება, ამდროს კინო უტოპიაა, სადაც პერსონაჟების დახმარებით, ნავსადგურამდე უვნებლად მიღწევას და ცრემლების მიღმა სიამოვნების ჭეშმარიტების აღმოჩენას ახერხებ.
კინო გიჟური შეზავებაა ყველაფრის, რაც გამოსახულებების ყურებისას, თვალწინ წარმოგიდგება – ხან ომი და ხან ბედნიერება. მეტი სინამდვილისთვის:

“All you need for a movie is a gun and girl. Never stop. Never stop
fighting. Never stop dreaming. And don’t be afraid of wearing your
heart on your sleeve – in declaring the films that you love, the films
that you want to make, the life that you’ve had, and the lives you can
help reflect in cinema. For myself, for a long time… maybe I felt inauthentic
or something, I felt like my voice wasn’t worth hearing, and I
think everyone’s voice is worth hearing. So if you’ve got something to
say, say it from the rooftops.” cinema de france. Jean-Luc Godard.

რომ არა კინო, რა იქნებოდა?

მწერლობა მინდოდა… იესემში ვსწავლობდი და იქ რატომ ვსწავლობდი, არ ვიცი. მერე 3 წელი იურიდიულ ფაკულტეტზე ვიყავი საფრანგეთში. ეს იმაში გამომადგა, რომ კონტრაქტებს თვითონ ვკითხულობ (იცინის).

ალბათ, ძნელი იყო სწავლის მიტოვება, არა?

რა თქმა უნდა, ძნელი იყო. ადრე თავს ვიტყუებდი და მეგონა, როცა მომინდებოდა, ხელახლა მივუბრუნდებოდი სწავლას, მაგრამ ეს პროფესია არ მიზიდავდა და გული ხელოვნებისკენ მიმიწევდა. მერე ისე მოხდა, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღე და წავიდა და წავიდა…

ერთი უცნაური ამბავი გამახსენდა: ჩემი ჯგუფელი იყო ალექსანდრე რეხვიაშვილის შვილი, რომელსაც მამამისის ფილმები ნანახიც არ ქონდა. შენს შემთხვევაში როგორ იყო ამ მხრივ საქმე?

მამაჩემთან, თემურ ბაბლუანთან, ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მამაც არ დამიძახია არასოდეს. ბავშვობიდან დავყვებოდი გადაღებებზე, თუმცა გადასაღებმოედანზე ყოფნა ჭირივით მეზარებოდა. იქ მუდამ დაძაბულობაა და ბავშვისთვის ეს რთული აღსაქმელი იყო. ასევე, სამონტაჟოში მიხდებოდა ყოფნადა მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამისთვის არანაირი ყურადღება არ მიმიქცევია, როგორც ჩანს, ესყველაფერი მეხსიერებაში დაილექა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მამაჩემის ფილმები ნანახი არ მაქვს. პირიქით,ძალიან მიყვარს ეს ფილმები და ხშირადაც ვუყურებ.

თბილისი…

ჩემი საახლობლო ისევ ისეთია, როგორც წლების წინ, როდესაც წავედი. ძალიან მინდა 90-იანი წლებზე ფილმის
გადაღება. ეს ყველას ტრაგედია იყო. ოჯახი არვიცი მე და სამეგობრო, რომელიც არ გაუბედურებულა. საზოგადოება განადგურდა, მშობელმა შვილი დაკარგა; წამოვიდა თაობა, რომელზეც არავის ქონია გავლენა. ამ დროს მოუწია ჩვენს ოჯახს წასვლა.
ამდენი წელია წასული ვარ, ათასი რაღაც ვისწავლე და განვვითარდი, მაგრამ ამ ყველაფრის წყარო მაინც ჩემი ქართული ძირი და მენტალიტეტია. ფრანგული და ქართული კულტურის შეზავება ხდება, მაგრამ ბაზისი მაინც ქართულია. თითქოს არსად წავსულვარ. ვცდილობ, გავაკეთო კინო, რომელიც ლოკალური არ იქნება და იმას, რაც ჩვენ გვტკივა, სხვისთვისაც გასაგებს გავხდი. თუ არ ეტკინება, გაიგოს მაინც. ქართულ კინოს ის ქონდა, რომ ყველასთვის გასაგები იყო და, ამავდროულად, ეგზოტიკური; თავისი პოეზია გააჩნდა… ის თაობა ჯერ კიდევ ცოცხალია, ვინც ამ პოეზიას ატარებს…

რეჟისორობა ჩვეულებრივი პროფესია არ უნდა იყოს.

ჩვეულებრივი პროფესიაა, მაგრამ ცოტა არანორმალური ხალხის.(იცინის) სპილბერგი ამბობს: მე ფსიქიატრი არ მყავს იმიტომ, რომ ფილმებს ვიღებო. რეჟისორისთვის ყველაზე მთავარი მაინც ემოციაა და, საბოლოო ჯამში, ამბის მოყოლა, მაგრამ ძალიან დიდი ტექნიკური მხარეა საჭირო, რომ ეს ემოცია შედგეს. კამერა, ობიექტივი ტექნიკაა, რომელიც ვიზუალურ მხარეს ასახავს. მე მაინც ძველი სკოლიდან მოვდივარ, ასე მესმის. მიზანსცენისგან
ვიზუალური ემოცია უნდა შექმნა. ჯერ ამბავი… შემდეგ მსახიობებთან კოლაბორაცია.

ელაპარაკები მსახიობს გმირის შესახებ?

acting is reacting. მსახიობობა კი ზუსტი რეაქციაა. ნამდვილად! მსახიობს უნდა ელაპარაკო იმ შემთხვევაში, თუ
ხვდები, რომ ეს მას ჭირდება. ისეთი ატმოსფერო უნდა შეუქმნა, რომ ბუნებრიობა შეუნარჩუნო და შეუქმნა პირობა, რომ სხვანაირად ათამაშო და არა რაღაც გარკვეული მეთოდებით.

“ცამეტამდე” როგორ მიხვედი, როგორ გაჩნდა სცენარი? ინსპირაცია იყო ეს თუ მას საფუძვლად პირადი გამოცდილება დაედო?

ჩემთვის მთავარი ამბის მოყოლაა და ამის მერე მოიძებნება ინტელექტუალური ახსნა. ბუნებრივია, წარსულზე ლაპარაკი ახლა უფრო ადვილია, მაგრამ ფილმში ყველაზე მეტად ადამიანებს შორის ურთიერთობა და ადამიანების ბედი მაინტე რესებს. ცხოვრებაშიც ხომ ასეა: ხდება ისეთი რამ, რასაც ვერ აკონტროლებ… ეს უფრო ბედისწერაა, გნებავთ – იღბალი. შეიძლება, ათჯერ გაგიმართლოს, მაგრამ მე- თერთმეტეჯერ – არა. ყველას გვაქვს „აქილევსის ქუსლი”. სებასტიანსაც, რომელიც თავისიანებისთვის რისკავდა, ჯერ უმართლებდა, მაგრამ ბოლოს ბედმა მიატოვა.

სებასტიანი

“13”-ზე დიდხანს ვმუშაობდი. ჯგუფი უკვე გადასაღებად ორლეანში იყო წასული, მე კი არ ვიცოდი, როლზე
გიორგის ავიყვანდი თუ სხვა მსახიობს. გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, მით უფრო, რომ გიორგი ჩემი ძმა იყო. მინდოდა, ობიექტური შეფასება არ დამეკარგა. რთულად გადავდგი ეს ნაბიჯი, ქასტინგზე ბევრჯერ დავიბარე. მისი მობილიზების უნარი და დამოკიდებულება ძალიან დამეხმარა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

სებასტიანის ადგილას ყოფილხარ? მსახიობობა გამოგიცდია?

ასეთი ცუდი არაფერია (იცინის), საშინელებაა. ორი დუბლი მაქვს სულ გადაღებული მონტაჟის იმედზე… “13”-ში და “მემკვიდრეობაში” მქონდა ერთი სცენა. მსახიობობა არასდროს მნდომებია. კოჭლს, გიორგის ძმას რომ ვთამაშობდი, ოთხი დღე ვიარე ასე კოჭლობით. არსებობს მე და კიდევ მეორე მე, რომელიც გიყურებს და გეუბნება, რა საშინელებას აკეთებო.

პერსონაჟების შექმნისას, დაგროვილი ინფორმაციადა ემოციები გეხმარება თუ ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია?

ყველაფერი ცოტ-ცოტა. საიდან მოვდივართ, სად და რა გარემოში გავიზარდეთ, რა მოქმედებს, როგორი მგრძნობელობა გვაქვს – ბევრი რამ ამ გამოცდილებებს ეფუძნება. ეს ხომ ადამიანებს შორის ურთიერთობებია და გააჩნია, ვისთვის რა არის მთავარი.

ამ ფილმს იმთავითვე მოყვა წარმატება. რამდენადაც ვიცი, მას შემდეგ, რაც ფილმი ვენეციისა და სანდენსის ფესტივალებზე აჩვენეს, რიმეიქის იდეაც გაჩნდა…

ფილმს, რა თქმა უნდა, იმიტომ არ იღებ, რომ პრიზები აიღო. ამაზე ფიქრი სისულელეა, მაგრამ ესაა საშუალება,
რომ მომდევნო ფილმი გადაიღო. ისე, მეეჭვება, რომ რეჟისორი წარმატებისთვის ან წარუმატებლობისთვის იყოს მზად. ის, უბრალოდ, თემიდან გამომდინარე, იღებს ფილმს და გზადაგზა ბევრს ცვლის. თუ საავტორო კინოზე ვლაპარაკობთ, ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან გადაღების პროცესში ყველაფერი უფრო და უფრო რთულდება.

ამერიკაში წარმატების მიუხედავად, ჰოლივუდი არის ის ადგილი, სადაც ისევ მოინდომებდი ფილმის გადაღებას თუ მაინც ნაკლები ფულით და მეტი თავისუფალი დროით ისურვებდი მუშაობას?

ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო ქვეყანაა. თავიდან შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ როცა ამ წინააღმდეგობას დაძლევ და უკვე იცი, კონკრეტულად რისი გაკეთება გინდა, იქ ფილმის გადაღება მიმზიდველია. ძალიან რთულ პირობებში მიხდებოდა მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი 15-ჯერ იმაზე მეტი იყო, რაც პირველ ფილმზე დაიხარჯა. როცა არის ფული, არ არის დრო, ხოლო როცა არ არის ფული, არის დრო. ამერიკული სტანდარტებით მუშაობა ძალიან გამიჭირდა. თითქმის არანაირი კავშირი არ არის იმასთან, თუ როგორ კეთდება ფილმი ევროპაში.

XII_issue_525

“The most pronounced Gallic flavor in the film, a handsome black-and-white thriller, in which Gela Babluani, a Georgian filmmaker, makes his flashy directorial debut, is the French language.” NY Times

XII_issue_526

შეხლა-შემოხლა, ადვოკატები – ეს ამერიკაში ჩვეულებრივი ამბავია.

ასეთი რთული გადაღებების შემდეგ განტვირთვას როგორ ახერხებ?

გადაღებები არანორმალური სტრესია და პასუხისმგებლობის გრძნობაც შესაბამისია. დაახლოებით იმ პროცესს გავს, ქალს მშობიარობის შემდეგ რომ აქვს. ამერიკაში რიმეიქს რომ ვაკეთებდი, თვენახევარში 14 კილო დავიკელი. ჩვეულებრივი დღეები წელიწად-ნახევარია არ მქონია. ერთადერთი, რასაც ვახერხებ, ჩემ შვილთან, გიოსთან მივდივარ ხოლმე ამერიკაში.

ახალ ფილმს რა ქვია?

Money!

ქართულად ფილმს ფული ერქმევა თუ Money?

“მანი”ყველა ენაზე “მანია” (იცინის). ახლა ვამთავრებ ახალი ფილმის მონტაჟს. ყოველთვის ასე იყო. თუ რამეს ვგრძნობდი დასაწყისში, რა ენთუზიაზმიც გამაჩნია ფილმის გადასაღებად, ბოლოში აღარაფერი აღარ მრჩება ხოლმე. თუ რამეს ვგრძნობდი პროცესში, ეს ყველაფერი დევს ფილმში. ყველა ფილმს და ნამუშევარს თავისი ბედი და თავისებური ენერგია აქვს.

ოპერატორი

ოპერატორის გამოდგომა იმას გავს, როცა კაცს ცოლი გამოგადგება ხოლმე. ჩემი ოპერატორი არის ტარიელ მელიავა, მესამე თაობაა უფროსების. ქართველია, მაგრამ ქართული არ იცის. თბილისში იყო ჩამოსული, ბაბუის საფლავიც მოინახულა. ჩემი თანამებრძოლი და მეგობარია. მასთან კუსტურიცას ოპერატორმა მიშუამდგომლა და ასე მოვხვდი ტარიელთან.

პროდიუსერი

ჩემი ფილმების პროდიუსერი მე თვითონ ვარ. არის მხატვრული მხარე, ფინანსური და ტექნიკური. ერთი მეორეზეა დამოკიდებული. ასე ვისწავლე და ავაწყვე ყველა ფილმი. კინო ხელოვნებაც არის და ინდუსტრიაც. საშუალო არითმეტიკულით უნდა გამოიყვანო და ბალანსი დაიჭირო.

მონტაჟი

მონტაჟის პროცესი ძალიან მიყვარს. ფილმი საათი და 40 წუთია. მონტაჟზე ახლა 18 საათი ვზივარ. სახლში მოვიტანე სამონტაჟო… მთელი ღამე ვუყურებ დამონტაჟებულ მასალას. მეორე დღეს იგივე მეორდება. ღამეს ღამე მოსდევს. უხეშად რომ შევადარო, გადაღების დროს რგავ ნერგებს, მოსავალს მონტაჟის დროს იღებ. ამ ფილმის სცენარი 2008- ში დავწერე და 2015-ში გადავიღე.

სენტიმენტალური ხარ?

გააჩნია რა საკითხში.

გაბედული ხარ?

იქ, სადაც ბოლომდე მესმის ყველაფერი. ამაში არის ბევრი დადებითი, მაგრამ უარყოფითიც ექნება რამე…

The same childhood memories often come back to me, fixed images,
like rays of light, which cut through the darkness. Those images are
always vaguely present. I would like to grasp this slipping phenomenon
through an initiatic journey inside a closed world, at the heart of
the intersection of different trajectories and interests, the only way out
of where is a cold survival instinct. To give substance to the story, I
would like to pursue with the camera the characters in the mechanical
execution of unwritten rules and, through precise directing oh the actors,
reveal their complexity and singularity. Using broad framing and
directional lighting to make the changes from shadow to brightness
more striking, I aim to find the right tone for the film and prepare the
final stage of the creative process: the editing. – გელა ბაბლუანი

ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

• მაღიზიანებს – თვითკმაყოფილი ადამიანები.
• ვგრძნობ – რომ ცხოვრება წუთიერი ბედნიერებაა.
• მეშინია – სულელური გადაწყვეტილების.
• ვიცი – რა არის ჩემთვის პრიორიტეტული ცხოვრებაში.
• არ ვიცი – ხვალ რა იქნება.
• შემიძლია – სიყვარული.
• არ შემიძლია – ჩემი შვილის გარეშე დიდხანს ყოფნა.
• ვმეგობრობ – იმათთან, ვინც იცის, რომ მეგობრობა პასუხისმგებლობაა და ვინც იცის მეგობრობის ფასი.
• ვაპატიებ – ბევრს, მაგრამ არა ყველაფერს.
• ვტირი – ალბათ, გულში.
• ვიცინი – ისე, როგორც ყველა ადამიანი.
• ვეძებ – სიმშვიდეს.
• ღირსი ვარ – ეს ღმერთის განსასჯელია.
• ვჩხუბობ – დიდი ხანია აღარ.
• ვკარგავ – პატივისცემას, როდესაც მატერიალიზმი ჰუმანურ ღირებულებებზე მაღლა დგას.
• მშურს – უდარდელი ხალხის.
• ვემალები – ჩემს შვილს, როცა სიგარეტს ვეწევი.
• ვემტერები – იმას, ვინც ჩემს საყვარელ ადამიანებს აწყენინებს.
• მაინტერესებს – რა ელის კაცობრიობას.
• არ მაინტერესებს – ბეისბოლის ჩემპიონატი.
• მახსოვს – ყველაფერი. განსაკუთრებით, თუ ვინმეს რამე სიკეთე აქვს ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის გაკეთებული.
• მრცხვენია – დღემდე ისე ვიცხოვრე და ყველაფერი ისე ვაკეთე, რომ ეს გრძნობა არ განმეცადა.
• უარვყოფ – იმას, რაც არ მიკეთებია.
• ვავადმყოფობ – ღმერთის წყალობით, არა.
• ვმალავ – კანფეტებს.
• ვინახავ – ჩემს პირად ცხოვრებას ჩემთვის.
• მწამს – ღმერთის, ოჯახის, სამეგობროს, საქმის.
• მიკვირს – მათი, ვისაც ეს არ წამს.
• მიხარია – ჩემიანების წარმატება და მათი კარგად ყოფნა.
• ვჭორაობ – არ მეხერხება.
• ვდარდობ – ყველაფერს.
• ვამაყობ – გიო ბაბლუანით, ჩემი ნიუ იორკელი პატარა სვანით.
• ვაკეთებ – ჩემს საქმეს მაქსიმალურად.
• ვეფერები – ჩემს შვილს და ჩემს საყვარელ ხალხს.
• მსიამოვნებს – როცა გიოს ქართული ლაპარაკი მესმის.
• მესიზმრება – ის, ვინც მენატრება და რაზეც ვფიქრობ.

XII_issue_527

 ვეხმარები – ვისაც შემიძლია.
• ვეწევი – ბევრს.
• მწყინს – უნამუსობა.
• ვხარჯავ – ბევრ ენერგიას.
• ვღალატობ – საკუთარ რწმენას, თუ რასაც საჭიროდ ჩავთვლი და არ გავაკეთებ.
• ვკამათობ – როგორც ყველა ადამიანი, ვისაც აზრი გააჩნია.
• ვუხეშობ – ნაკლებად.
• ვუსმენ – რჩევებს.
• ვყოყმანობ – გადაწყვეტილების მიღებისას.
• ვკითხულობ – ამჯერად ორჰან პამუკს.
• ვამზადებ – ახალ სცენარს.
• ვუყურებ – სამონტაჟო ეკრანს.
• ვკლავ – უარყოფით ფიქრებს.
• ვაფუჭებ – ჩემი გადამღები ჯგუფის ხასიათს, როდესაც ვაცილებ სამუშაო გრაფიკს.
• ვცხოვრობ – საფრანგეთში.
• ვცემ – აღარავის (ვცდილობ).
• ვყვირი – იშვიათად.
• ვმღერი – როცა მარტო ვარ.
• ვასრულებ – ფილმის მონტაჟს.
• დავდივარ – სავარჯიშოდ.
• ვერიდები – შარს და უნამუსო ხალხთან ურთიერთობას.
• ვთამაშობ – გიოსთან ერთად.
• ვიტყუები – ნამუსიანობის ფარგლებში.
• ვეთაყვანები – ჩემს მშობლებს.
• ვგიჟდები – ჩემს შვილზე.
• მიყვარს – ჩემი საქმე.
• ვოცნებობ – ჩემები ჯანმრთელად მყავდეს და რასაც ვცდილობ, გამომივიდეს.
• ვფიქრობ – სულ.
• მძულს – უსამართლობა.
• ვნანობ – დაღუპულ მეგობრებს.
• კმაყოფილი ვარ – როცა ჩანაფიქრის განხორციელებას ვახერხებ.
• მენატრება – ვისაც ეხება, იმან იცის.
• მსურს – ბოლო კითხვას მალე მიუახლოვდე.
• ვაგროვებ – გიოს სურათებს.
• ვეჭვიანობ – აზრი არ აქვს…
• “ვკაიფობ” – ცხოვრებით.
• ვიზიდავ – იმას, რასაც გავცემ.
• ვალამაზებ – ეს ბოლო კითხვა, მგონი, შემთხვევით მოხვდა აქ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>