შოუ “ნანუკა”

XII_issue_555

ფოტო: დინა ოგანოვა

90-იან წლებში ქართული მედია კომუნისტური რეჟიმის მმართველობისგან გათავისუფლდა. ამ კონკრეტულ პერიოდში არ არსებობდა სარეკლამო ბაზარი. ფინანსური დამოუკიდებლობის შეუძლებლობის გამო, საქართველოში არსებული მედიასივრცე პოლიტიკური ძალების ხელში აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით ეხება ტელემაუწყებლობებს, როგორც ინფორმირების, საზოგადოებრივი აზრისა და მენტალური ტრანსფორმაციის
ყველაზე ეფექტურ საშუალებებს. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიები პოლიტიკური ძალების ბრძოლისთვის
შექმნილ დარბაზებს უფრო გავს, ვიდრე შემეცნების, გართობისა და ინფორმირებისთვის შექმნილ საკომუნიკაციო სივრცეს, რამდენიმე წელია, სატელევიზო შოუების ეპოქა აღზევების მწვერვალზეა. მწირი,
მაგრამ დღეს უკვე არსებული სარეკლამო ბაზარი, ტელე-რეიტინგის დიქტატურის აქტიური პარტნიორია. მასობრივ კულტურას (ინტერნეტ-სივრცის არსებობის მიუხედავად) დაპყრობილი აქვს ტელეეკრანები, ფარ-
თო მაყურებლისთვის გათვლილი სწრაფად კონსუმირებადი ტელეპროდუქცია სარეიტინგო მარათონშია ჩაბმული.
ნანუკა ჟორჟოლიანმა შექმნა რეიტინგული, სწრაფად გაყიდვადი, ფართო მაყურებლისთვის ადვილად მისაღები შოუ. ის კომპანია “H&M”-ის მსგავსად მუშაობს – ყველასთვისაა გათვლილი და მისაღები, როგორც თვითონ ამბობს. ნანუკას მსგავსი “სატელევიზიო მანქანები” მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის
ტელესივრცეში არსებული ფენომენია: ფართო მაყურებლისთვის საინტერესო და ხშირად კრიტიკის ობიექტიც. რეალობაა – ნანუკა ჟორჟოლიანი პროფესიონალი ბიზნესვუმენია.
გიორგი ნაზღაიძე – ახალგაზრდა ჟურნალისტია (ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ჟურნალისტიკის
კაბინეტის მოსწავლე). ფეისბუქის პირად ფოსტაში მომწერა: “ნანუკაზე ვაკეთებ თემას. თუ შეიძლება გამიზიაროთ თქვენი აზრი მის შესახებ”. შენი თემა გამოვაქვეყნოთ ჟურნალ “12”-ში, პირველი სტატია გექნება ბეჭდურ მედიაში-მეთქი, შევთავაზე. დამეთანხმა. ნომერში დამწყები ჟურნალისტის სტატიის დაბეჭდვა საინტერესოდ მომეჩვენა და შევავსეთ თეთრი ფურცლებიც.

შესავალი: ოლგა ბაბლუანი

შოუ ”ნანუკა”

2008 წელი. ამ დროს ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე იყო. მან ნანუკა ჟორჟოლიანს შესთავაზა, რომ გაეკეთებინათ ექსპერიმენტი. ამ პერიოდში „ღამის შოუს სტუდიის“ საპროდიუსერო ჯგუფი მოლაპარაკებას აწარმოებდა ამერიკელ პროდიუსერებთან სატელევიზიო სერიალ „გოგონა გარეუბნიდან“ – ლიცენზიის მოპოვების თაობაზე. „იმედის“ წარმომადგენლებს სურდათ, ამერიკელებთან ერთად, ამ სერიალის გარდა, რამდენიმე სხვა პროექტზე ემუშავათ. მათ შორის იყო „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“. ამერიკელმა პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ არცერთი პროექტი არ გაამართლებდა, „ნანუკას შოუს“ გარდა (ასევე, თავისთავად, „გოგონა გარეუბნიდან“). მათ ნანუკა და ნანუკას ჯგუფი დააკავშირეს ოპრა უინფრის პროდიუსერებთან, რომლებიც მათ მიმართულების არჩევაში ეხმარებოდნენ. ამის შემდეგ, ნანუკამ ამერიკული გადაცემების ინტენსიური ყურება დაიწყო. მალევე მიხვდა, რომ ელენ დეჯენერესი იყო იმ ტიპის ტელეწამყვანი, რომელსაც ყველაზე კარგად „დაუმეგობრდებოდა“, მიუხედავად იმისა, რომ ელენი, ძირითადად, კომედიური ჟანრის გადაცემებს აკეთებს. ამ ყველაფრის შესახებ ამერიკელმა პროდიუსერებმა ნანუკას და მის ჯგუფს უთხრეს, რომ მათ შეეძლოთ, ამ ყველაფრის ზუსტი ასლი გაეკეთებინათ. „როდესაც ამერიკული პროექტები მზადდება, კვლევებში მილიონები იხარჯება, თუ რა სეგმენტზეა გადაცემა გათვლილი და ა.შ., მაგრამ ქართველებს, როგორც წესი, ამის ფუფუნება არ გვაქვს. ეს პროექტი ქართულ რეალობას მოვარგეთ და ასე დაიბადა „ნანუკას შოუ,“ – ამბობს ნანუკა. ნანუკა დღემდე გიორგი ისაკაძის მადლობელია იმიტომ, რომ მისი წყალობით გაჩნდა
შვილივით საყვარელი პროექტი მის ცხოვრებაში. „ნანუკას შოუს“ ერთ-ერთი პროდიუსერის, თათა სახელაშვილის აზრით, პირველ რიგში, თავად წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი არის ძალიან საინტერესო ფიგურა. ფიქრობს, რომ ის საინტერესოა როგორც თავისი ჟურნალისტური წარსულით, ასევე თავისი ენერგეტიკით. და სწორედ ეს ყველაფერი თავად მას, როგორც პერსონაჟს, უფრო წარმოაჩენს. ტელეკომპანია „იმედმა“ ნანუკას ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. მისი აზრით, ნანუკამ და მისმა ჯგუფმა გადაცემა სტერეოტიპების ნგრევით დაიწყეს. პირველი იყო ნანუკა, რომელმაც ქართულ სატელევიზიო სივრცეში ფეხზე გაიხადა და დახეული
ჯინსები ჩაიცვა მაშინ, როცა საზოგადოება გალაკულ და ვარცხნილობადაყენებულ, კოსტიუმში გამოწყობილ დიქტორებს იყო მიჩვეული. ისინი არასდროს არ ჭრიდნენ გადაცემიდან წამყვანის მიერ დაშვებულ შეცდომებს, რადგან მათ უნდოდათ მაყურებლისთვის ეთქვათ, რომ მათაც ეშლებოდათ და ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. „მაყურებელს ნანუკას შოუ იმიტომ უყვარს, რომ ნანუკა მათ არასდროს ატყუებს. „ნანუკას შოუმ“ შექმნა ამ ქვეყანაში იმის პრეცედენტი, რომ გულწრფელობა კარგია და მაყურებელი ამას ყოველთვის აფასებს. ხშირად ვფიქრობ, რა მინდა. ჯერჯერობით ეკრანზე ყოფნა ისევ მინდა. ამიტომ, ადამიანმა ნება უნდა იბოძო და დაამტკიცო, რომ შენ ამის ღირსი ხარ. ამჟამად საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვარ. აშკარად მეტი შემიძლია, ამიტომ ვფიქრობ, რომ სექტემბრიდან კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემს სათქმელს და ეს სათქმელი კიდევ ერთ ექვს წელს გაუძლებს.“ – ამბობს ნანუკა ინტერვიუში. ნანუკა თვლის, რომ არა „ნანუკას შოუს“ გუნდი და თვითონ, რომელსაც არასოდეს არ ეზარება მუშაობა და ღამის თორმეტ საათამდე შეუძლია სამონტაჟოში იჯდეს და ამონტაჟოს, იატაკი მოგავოს, ალაგოს და ყველაფერი გააკეთოს თავისი საქმისთვის, დღეს „ნანუკას შოუ“ ასეთი არ იქნებოდა. „რაც შეეხება შოუს, ვთვლი, რომ ეს იყო ერთგვარი გამოწვევა ქართულ მედია სივრცეში, გამოწვევა თავისი ფორმატით და თბილი გარემოთი. უკიდურეს სიტუაციაშიც კი ნანუკა მაინც წერს გადაცემას.“ – ამბობს პროდიუსერი თათა სახელაშვილი. თავდაპირველად მათ არანაირი მოლოდინი არ ჰქონიათ, რადგან ეს
ექსპერიმენტი იყო. მათ რაღაც ახლის შექმნა სურდათ ქართულ სატელევიზიო სივრცეში. მაგიდასთან ისხნენ ნანუკა ჟოჟროლიანი, შოთიკო მაჭავარიანი და თათა სახელაშვილი. ისხდნენ და წერდნენ მათ „ბნელ“ და
„ნათელ“ მხარეებს. „ბნელ“ მხარეებში წერდნენ იმ საკითხებს, რაც, შესაძლოა, „მტრებს“ მათ წინააღმდეგ
გამოეყენებინათ. მაგალითად, როდესაც ნანუკა ეთერში ექსტრავაგანტულ სამოსში გამოწყობილი გამოვიდა, ხალხი ამაზე ალაპარაკდა. მათ ეს გამოიყენეს და შემდეგ გადაცემაში უფრო გაამძაფრეს ეს თემა. და ასე გამოიყენეს ყველა ნაკლი თავიანთ სასარგებლოდ. „გადაცემა გუნდთან ერთად იგეგმება. გვყავს მიმართულების პროდიუსერები. გადაცემის დაგეგმვისას, ხშირად ვკამათობთ. ხშირ შემთხვევაში აქ „ღაზას სექტორია“, იმიტომ, რომ ხშირად ერთმანეთს რაღაცაში ვეთანხმებით, რაღაცაში კი ვერ ვთანხმდებით. საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ. ვისმენ ყველანაირ აზრს და ბოლოს რომლისკენაც უფრო ვიხრები, იმას ვირჩევთ. გადაცემას ვამონტაჟებ მე, ანონსსაც თვითონ ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მემონტაჟესთან ერთად. საბოლოოდ, გადაცემას პროდიუსერები ფუთავენ, ისევე როგორც სტუმრები სტუდიაში პროდიუსერებს მოყავთ.“ – ამბობს ნანუკა. სტუდიის დიზაინზე ამ მიმართულების პროდიუსერი, თათა სახელაშვილი მუშაობს, რომელიც „ნანუკას შოუს“ გაჩენის დღიდან მის გვერდითაა. ის და ვანო ჭელიძე ამზადებენ დიზაინის იდეას, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს ნანუკა წყვეტს, რადგან ეს ნანუკას შოუა და ყველაფერზე პასუხისმგებელი სწორედ
თვითონაა. გადაცემამ რამდენჯერმე შეიცვალა სტუდიის იერსახე. ბოლო დიზაინია სწორედ ის, რომელშიც
წამყვანი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. წამყვანის თქმით, სახლური სტილის სტუდია ქართულ სატელევიზიო სივრცეში პირველად მათ შემოიტანეს, რადგან ეს სერიალის ტიპის გადაცემაა. სწორედ ამის ერთ-ერთი მაგალითია სტუდიაში მყოფი ძაღლი – ბუბუ. როგორც თავად ნანუკა ამბობს, მისი ყველაზე დიდი სურვილია, რომ სექტემბრიდან კიდევ ერთხელ შეძლოს „კუდის მოქნევა“. ამჟამად მთელი
მისი ენერგია მიმართულია იმაზე, რომ სექტემბრიდან მან კიდევ რაღაც ახალი თქვას, რომელსაც ამჟამად
ეძებს და რაზეც მაყურებელი იტყვის: „მაინც გააკეთა რაღაც ახალი და მაინც შეძლო“. მას სურს შექმნას ისეთი რამ, რაც კიდევ ერთ ხუთ წელს გაუძლებს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>