#წერექართულად

XII_issue_51111_Page_028

"ზედემტია იმაზე საუბარი , თუ რა საგანძური გვაქვს ქართული ენის და ანბანის სახით. რა დიდი მსოფლიო მემკვიდრეობა, მაგრამ ამ საგანძურს თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეუქმნა. სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი ქართული ენის დაბინძურების მონაწილეა. ჩვენ ხელსაწყოებზე ქართულ ტექსტს ლათინური ასოებით ვწერთ, უამრავ ბარბარიზმს ვიყენებთ. #წერექართულად არის ქართული ენის პოპულარიზაციისკენ მიმართული კამპანია და ის გაგრძელდება იმ დრომდე , სანამ ამის საჭიროება იარსებებს. მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია შემოგვიერთდა. ვცდილობთ, დავუმტკიცოთ მსოფლიოს ჩვენი ანბანის უნიკალურობა, თუ რა საგანძურის ვფლობთ. ეს არის შეტყობინება მომავალი თაობისთვის  –  გაუფრთხილდნენ და დაიცვან ქარტული ენა. როცა ამას გავაცნობიერებთ, მივხდებით რა არის გასაკეთებელი მისი შემდგომი განვითარებისთვის. #წერექართულად არ არის მხოლოდ თიბისი ბანკის პროექტი, ეს თითეული ჩვენგანის პროექტია." – ამ სიტყვებით მიმართა მამუკა ხაზარაძემ ტექნოპარკში შეკრებულ აუდიტორიას პროექტის #წერექართულად 6 თვის ანგარიშის წარდგენისას.

ფონტების ინჟინერიის კურსები, კონკურსი " ქართული – ა " . ლექსიკონების გაციფრულება, მაიკროსოფტის სათარგმნი პლათფორმა და ლექსიკროგრაფიის კონგრესი – ეს ის ინიციატივებია , რომლებიც პროექტს #წერექართულად ფარგლებში წარმატებით მიმდინარეობს. თიბისი ბანკის წამოწყებას ბევრი ორგანიზაცია შეუერთდა დღეს უკვე პროექტის პარტნიორები არიან, ჯეოლაბი, მაიკროსოფტი, ეროვნული ბიბლიოთეკა. თსუ-ს ლექსიკოგრაფიული ცენტრი , დიზაინერი ზვიად ციკოლია, ლემონდუ, ლივინგსტოუნი და ბევრი სხვა .
ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორიამ ჯეოლაბი, თიბისი ბანკის და კომპანია Monotype Imaging- ის მხარდაჭერით ფონტების ინჟინერიის კურსები დაიწყო. იმისთვის , რომ შეიქმნას ქართული ფონტები კომპიუტერებისთვის და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისთვის, საკმარისი არ არის კარგი დიზაინი საჭიროა ინჟინრული მიდგომა, რაც შრიფტს მანქანურ ენაზე მოარგებს და სტანდარტებს შეუსაბამებს. მრავალი მსურველიდან კურსისთვის 25 ადამიანი შეირჩა, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან ორი თვის განმავლობაში ფონტების ინჟინერიას შეისწავლიან.

XII_issue_51111_Page_0281

XII_issue_51111_Page_029

მეორე პროექტი, რომელიც ასევე ქართული ფონტებს ეხება, დიზაინერ ზვიად ციკოლიასთან ერთად ხორციალდება. შრიფტების კონკურსში " ქართული ა " ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარადგინოს საკუთარი დიზაინით შექმნილი ქართული შრიფტი. შემოსულ განაცხადებს კონკურსის ჟიური განიხილავს და თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოავლენს. პროექტის დასასრულისთვის 16 შრიფტი გაციფრულდება , რომლების მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობაში.

დიზაინერი ზვიად ციკოლია კონკურსი " ქართული ა -ს" აუცილებლობას ასე ხსნის:

" შრიფტების უმრავლესობა, რომელსაც დღეს ვიყენებთ 60-70 იან წლებშია შექმნილი. ჩვენი პროექტი ემსახურება ქართული შრიფტის პოპულარიზაციას , განვითარებისა და გამრავალფეროვნებას. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად გავაღვივებთ ამ ინტერესს საზოგადოებაში. ყველას შეეძლება გადმოწეროს ახალი შრიფტები. ეს კონკურსი ყოველწლიური იქნება გაგრძელდება და საქართველოც  სულ მალე გაცილებით მრავალფეროვანი იქნება ვიდრე დრეს არის."

პროექტს ასევე შემოუერთდნენ ეროვნული ბიბლიოთეკა და თსუ-ს ლექსიკოგრაფიის ცენტრი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე დაიწყო ყველაზე სრულყოფილი ქართულ- ინგლისური ლექსიკონის გაციფრულება, რომელიც რამდენიმე თვეში სრულიად უფასოდ განთავსდება ინტერნეტში. ხოლო ლექსიკოგრაფიის ცენტრის #წერექართულად ინიციატივას გასაგრძელებლად რამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი, მათ შორის ლექსიკოგრაფიის ევროპული კონგრესი, ლექსიკოგრაფიის კონკურსი სკოლებში და ქართული საბანკო ტერმინოლოგიის გამართვა.

XII_issue_51111_Page_0292

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა კომპანია მაიკროსოფტთან ერთად განხორციელდა. Bing Translation Project -ის მთავარი მიზანია შეიქმნას ქართულ-ინგლისური პარალელური სათარგმნი ბაზა, რომელიც რეალურად ნიშნავს თარგმნას სხვა უცხოურ ენებზეც. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე  7 მილიონი ქართული წინადადების სრულყოფილი თარგმანი განხორციელდება ინგლისურად, რისთვისაც ელექტრონული წიგნის სახლი " საბას" ბაზა იქნება გამოყენებული. უკვე თარგმინილი წინადადებების ბაზა კი Microsoft Machine Learning  API -თან ინტეგრირდება, რათა შემდგომ პროგრამამ თავად შეძლოს ნებისმიერი  ქართული წინადადების სწორედ თარგმნა .

XII_issue_51111_Page_0291

"მაიკროსოფტი მხარს უჭერს ქართულ ენის გამოყენებას თავის პროდუქტებში. თუმცა მაიკროსოფტის სათარგმნი პლატფორმა გაცილებით დიდია , ის ინტეგრირებულია ოფის , ვებ და მობილურ აპლიკაციებთან , ასევე სკაიპთან და საშუალებას იძლევა ერთი დაწკაპუნებით ვთარგმნოთ ტექსტი ქართულად. ქართული ენა ჯერჯერობით დამატებული არ არის  და ამ ინიციატივას ვუერთდებით სწორედ იმიტომ რომ ეს განვახორციელოთ ," აღნიშნა შოთა მურცხვალაძემ , საქართველოში კომპანია " მაიკროსოფტის" წარმომადგენელმა გამართულ პრეზენტაციაზე.

#წერექართულად ფარგლებში მიმდინარე თითოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ – ქართული დამწერლობისა და ენის , როგორც ეროვნული ფასეულობის დაცვა და განვითარება , ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და მისი გათავისუფლება ბარბარიზმებისგან.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>