ID მამუკა ხაზარაძესთან

XII_issue_550

”გალაკტიონს ერთ სტრიქონში გავუცვლიდი მთელ ჩემს ბიზნესს,

გეხვეწებით, მეგობრებო, ნუღარ მკითხავთ მაგის მიზეზს”

ჩემი პირადი მონაცემები ასე გამოიყურება: მამუკა ხაზარაძე, პროფესიით ინჟინერი, დღესდღეობით ბიზნესმენი, ქართველი.

მე რომ დავიბადე… ეს იყო ზამთარი, 29 დეკემბერი და, როგორც მითხრეს, ბაბუაჩემმა თოფი ისროლა.

ჩემი შეგნებული ცხოვრების არც ერთ დღეს ჩაუვლია…შრომის, ფიქრის და ოცნების გარეშე.

ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს… როდესაც რაღაცას ვაკეთებ, მეგობრებთან, ჩემს გუნდთან ერთად და ვიცი,
სად უნდა მივიდე.

ენერგიას მაძლევს… ოჯახი, შვილები, მეუღლე და დახარჯვა ღვინით ხელში, მეგობრებთან ერთად.

ბავშვობაში ვბაძავდი… არავის. არ მყავდა ასეთი იდეალი.ერთი პერიოდი მინდოდა, ლენონი ვყოფილიყავი, ვუკრავდიგიტარაზე, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემგან ლენონი არ დადგებოდა და თან, ინგლისურიც არ ვიცოდი.

ბევრს გავცემდი, რომ ერთხელ მაინც შევხვედროდი… შევხვდი მაკარტნის და მივხვდი, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი იყო.

ახლა ყველაზე მეტად მინდა… ამ რთულ კითხვებზე მქონდეს პასუხი გაცემული.

წინა ცხოვრება თუკი მქონდა.. ალბათ, რომანტიკოსი რაინდი ვიყავი, ან ხაზარი.

ჩემი ასარჩევი რომ იყოს, დავიბადებოდი… იმავე დღეს, იმავე წელს და იმავე ქვეყანაში.

იდეები მომდის… თვითმფრინავში და მოგზაურობის დროს.

ყველაზე მეტად მიხარია, როდესაც მეუბნებიან, რომ… შენ ეს გამოგივა!

ყველაზე სამახსოვრო კომპლიმენტი, რაც კი ოდესმე მიმიღია… ეს იყო დედაჩემისგან, როდესაც ერთ-ერთი
დებატების დასრულების შემდეგ, წერილი მომწერა.

ერთი, რაც ცხოვრებისგან ვისწავლე.. არასდროს უნდა თქვა ტყუილი და როგორც მარკ ტვენმა თქვა, არაფრის
დამახსოვრება არ გჭირდება, თუ სრულ სიმართლეს ამბობ.

ზუსტად ვიცი… რომ საქართველო იქნება ერთიანი და ამას ჩვენ მოვესწრებით.

ხალხი ფიქრობს, რომ... მე ეს გამომივა.

ბევრი გაოცდება, თუკი შეიტყობს, რომ… ვუკრავ:-) და ლექსებს ვწერ:-)

ბევრს გავცემდი, რომ ერთხელ მაინც შევხვედროდი… აი, ამაზე ზუსტად ლექსი მაქვს დაწერილი – “გალაკტიონს ერთ სტრიქონში გავუცვლიდი მთელ ჩემს ბიზნესს, გეხვეწებით, მეგობრებო, ნუღარ მკითხავთ მაგის მიზეზს”.

რაც უნდა გადამიხადონ… სამშობლოს არ ვუღალატებ.

XII_issue_551

დიდ გაუგებრობაში მოვყევი… 95 წელს, ამერიკაში ყოფნის დროს, ტელევიზიამ გადაწყვიტა ჩემი ჩაწერა და მეც
დავეთანხმე. როდესაც ჩართეს კამერები, მივხვდი, რომ ინგლისურად საერთოდ ვერ ვლაპარაკობ:-) თავიდან ისე ავჟიტირდი ტელევიზიაზე, პოპულარული ვარ-მეთქი, დამავიწყდა, ენას რომ არ ვფლობდი.

ფილმში თამაშს იმ შემთხვევაში დავთანხმდები… თუკი ბაბლუანი გადაიღებს.

ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც კი ცხოვრებაში ჩამიდენია… ალბათ, მაინც წყალქვეშ შხამიან თევზთან პაექრობა იყო,
წითელ ზღვაში ყვინთვის დროს. გადარჩენილი ვარ.

ჩემი საოცნებო პროექტი ასეთია: საქართველო – ახალი შვეიცარია.

ჩემი ცხოვრების საუნდტრეკად გამოდგებოდა – საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?

ერთხელ დავლიე და… არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, სხვათა შორის. თუმცა არა… ერთხელ დავლიე და “ზამთარი” ვიმღერე, ჯემალ ჭკუასელთან ერთად.

ვერაფრით ვეუბნები ჩემ თავს უარს, რომ ვერ ვხედავდე სივრცეს.

ვნანობ, რომ… ძალიან ნელა ვითარდება ჩვენი ქვეყანა

მეამაყება… რომ ქართველი ვარ.

მიყვარს... ჩემი ოჯახი.

მეშინია… განსაკუთრებით არაფრის.

ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა… არქიტექტორობა მინდოდა.

ვწუხვარ, რომ არ ვიცი… პეტრუჩიანივით დაკვრა.

100 წლის შემდეგ, ჩემზე დაწერენ, რომ ... დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი პირველი კერძო მეწარმე, ბიზნესმენი ვიყავი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, კერძო ბიზნესი დაიწყო საქართველოში.

მომწონს ჩემივე შექმნილი… ამერიკული აკადემია, ლისი, რესტავრირებული შენობები. ყველაზე უფრო კი ის გუნდი, რომელიც ამ წლების განმავლობაში შევქმენი.

ჩემთვის მნიშვნელოვანია.. დედაჩემის აზრი იყო მნიშვნელოვანი, ახლა კი დედაჩემის და ჩემი დის.

დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო… ახალ გეგმებზე.

ყველაზე საჭირო რჩევა, რაც კი ოდესმე მიმიღია... იცხოვრე დღევანდელით, როგორც ბოლო დღით.

ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ… დავდინჯდი და უფრო დინჯად ვუდგები საკითხებს.

რაც დრო გადის… თეთრი მემატება თმაში.

სარკეში რომ ვიხედები...თვალები ისევ ისე ანათებს, როგორც 16 წლის ასაკში.

სიზმარში ხშირად ვხედავ… მამაჩემს.

ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე… ალბათ, ასე დავიწყებდი ზუსტად და არაფერს შევცვლიდი.

ცხოვრება ღირს... მით უმეტეს, თუ ქართველი ხარ, თუ ამ დროს დაბადება მოგიწია, როცა შენ ხელშია შენი, შენ გარშემო მყოფი ადამიანების და მთელი ქვეყნის ცხოვრების შეცვლა და ეს მე არ მეხება, ეს ყველას ეხება;
იმიტომ, რომ თუ ადამიანი გააცნობიერებს, რომ მისი მომავალი მის ხელშია, აი, მაშინ მიხვდება, რომ ცხოვრება ღირს ამისთვის.

XII_issue_552

ფოტო: გიორგი დადიანი

XII_issue_51111_Page_084

ნინო დარასელი

ნინო დარასელი

პირველი ნომრის რედაქტორი