NEW WAVE

Andro_Eradze

ანდრო ერაძე, 23 წლის, ფოტოგრაფი.

1. რატომ უნდა იყოს შენი თაობისთვის პრიორიტეტული თანასწორობისთვის ბრძოლა?

ანდრო: სამოქალაქო აქტივობა თუ არ გაიზარდა ნებისმიერი პოლიტიკური თუ სოციალური ან სხვა მოვლენების მიმართ, მგონია, რომ შედეგი შეუძლებელი მისაღწევია -იქნება ეს . არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა, გამწვანების და ქალაქის დაგეგმარების პრობლემა (ვგულისხმობ სამაგალითო ნიმუშს, როგორიცაა პანორამა თბილისი), ასევე ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის, რომელიც რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში. მთავარი დეტალი აქ არის საკუთარი სივრცის პრობლემა, სადაც ადამიანები სხვების მიმართ სოლიდარობას არ გრძნობენ მანამ, სანამ თვითონ არ ექმნებათ იგივე პრობლემა. მთავარია იმატოს სოლიდარობის და სამოქალაქო მოვალეობის შეგრძნების ხარისხმა და როდესაც სხვა ადამიანს მისი სოციალური, გენდერული თუ ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით ჩაგრავენ, გვერდზე მდგომი საკმარისად ინფორმირებული, განათლებული და სოლიდარული იყოს მის მიმართ.

2. როგორ გააგრძელეს ცხოვრება შენმა კლასელმა გოგოებმა სკოლის დამთავრების შემდეგ და, შენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?

ანდრო: ჩემი თანაკლასელი გოგოების უმეტესობა ჩემი ახლო მეგობრები არიან. ზუსტად არ ვიცი, ვის როგორი პირადი ცხოვრება აქვს, მაგრამ არცერთი არ გათხოვილა (როგორც ვიცი). მაგრამ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, იქ ყველა გოგო ბავშვიანი იყო, რაც ძალიან უცნაური და რაღაც მომენტში სევდიანია. ზუსტად ვერ ვიტყვი, რა არის ამის მიზეზი, იმიტომ, რომ ხანდახან ეს სოციალური მომენტიცაა, როდესაც ქალს საკუთრი შესაძლებლობების არ სჯერა და კარიერასაც დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდება. ამიტომ, ხანდახან მათთვის გამოსავალი მყარი მეწყვილის ნახვაა, რომელთანაც შვილს გააჩენენ და ნაწილობრივ, ამ შვილის გაზრდას მიუძღვნიან ცხოვრებას. მგონია, რომ ქალებს დღეს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ რწმენა აკლიათ და ჩვენი საზოგადოება ვალდებულია, ამ თვითშეფასების ამაღლებაზე იმუშაოს. ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართულ და პროფესიონალ ქალებსაც უჭირთ სამსახურის პოვნა და საკუთარი თავის რეალიზაცია, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება სავსეა სტერეოტიპებით, რომლების დასანგრევადაც განათლებაა საჭირო. თამამად შემიძლია ისიც ვთქვა, რომ დღეს სახელოვნებო თუ სხვა სივრცეში მომუშავე ქალები ბევრად უფრო აქტიურები, პროდუქტიულები და შემოქმედებითები  არიან. ჩემი გამოცდილებით და დაკვირვებით, თანამედროვე ქართული კინო სავსეა უნიჭიერესი ქალი რეჟისორებით, რომლებიც ბევრად უფრო თამამად, გულწრფელად და ხმამაღლა ამბობენ თავიანთ სათქმელს და ეს ძალიან მიხარია.

3. როდესაც შენს გარემოცვაში სექსიზმის შემთხვევას აწყდები, როგორია შენი რეაქცია და საიდან მოდის ეს დამოკიდებულება ქალებისადმი?

ანდრო: რაღაც მომენტში, მგონია, რომ სექსიზმიც გაუნათლებლობის ბრალია. ასეთი ფაქტები და მიმართებები
თითქმის ყოველდღიურად ხდება ჩვენს და ჩემს გარშემო, სადაც, მაგალითად, თუ მძღოლი ქალია, ის ყოველთვის დამრღვევია; ან თუ ისევ კინოს დავუბრუნდებით: ჩემს უნივერსიტეტში ლექტორი ამბობდა, რომ ქალი არ შეიძლება იყოს რეჟისორი/ოპერატორი, თან მიზეზად იმას ასახელებდა, რომ ქალს ძუძუები აქვს, რაც ალოგიკურია. წინა თაობისთვის, ხშირ შემთხვევაში, ქალი მხოლოდ სამომხმარებლო საგანია, რასაც ახალ თაობაში, ჩემს ირგვლივ, იშვიათად ვაწყდები. ჩემს თაობაში ერთმანეთს გენდერული, ეთნიკური, სოციალურითუ სხვა ნიშნით კი არ განვსაზღვრავთ, არამედ პიროვნულად და ხასიათით, პროფესიონალიზმით. თუმცა, რა თქმა უნდა, სექსიზმი არსად გამქრალა. უბრალოდ, ისეთი ღია და პირდაპირი ფორმით აღარ გამოიხატება და ამიტომაც, ჩვენ მას ხანდახან ვერც ვამჩნევთ.

ფოტო: გიორგი დადიანი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>