NEW WAVE

giorgi_Print

გიორგი შაქარაშვილი 24 წლის, მენეჯერი

1. რატომ უნდა იყოს თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლა პრიორიტეტული შენი თაობის წარმომადგენლებისთვის?

გიორგი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი თაობის წარმომადგენლების მიერ თანასწორი უფლებებისთვის
ბრძოლა, რადგან ჩემი თაობის ადამიანები არც თუ ისე შორეულ მომავალში, როდესაც საშუალო ასაკს მიაღწევენ, იქნებიან წარმატებული ბიზნესმენები, ქვეყნის მმართველები, სასულიერო პირები, ექიმები და მრავალი სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ჩემი თაობა იქნება ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი, ქვეყნის უკეთეს მომავალს კი განსაზღვრავს ადამიანთა უფლებების და თავისუფლებების დაცულობის ხარისხი ქვეყანაში. ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩემმა თაობამ გაითავისოს ის, რომ ჩვენ ყველა თავისუფალი და თანასწორი დავიბადეთ, განურჩევლად სქესის, კანის ფერის, წარმომავლობის, სქესობრივი იდენტობის თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნისა.

2. რა ხერხებით გაზრდიდი ქალთა რეპრეზენტაციას საჯარო სივრცეში?

გიორგი: მეტად მნიშნველოვანია ქალთა წარმოჩენა საჯარო სივრცეში, იმისთვის, რომ ქალებმა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა და იყვნენ უფრო პროდუქტიულები. საჭიროა, ისინი ყოველთვის სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით როგორც ოჯახში, ისე სოციუმში. ქალებმა უნდა მიიღონ ხარისხიანი განათლება, აირჩიონ სასურველი პროფესია და თავიანთ საქმეში მიაღწიონ წარმატებას. დღესდღეობით, თანამედროვე მსოფლიოში ქალი საზოგადოებრივი კეთილდღეობის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ თავად საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალთა უფლებების შელახვა ნებისმიერ სფეროში და ყველამ, განსაკუთრებით ჩემმა თაობამ, რომელიც ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელია, უნდა გაითავისოს ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობა.

3. რა არის ის, რაც ბიჭებმა შეიძლება გააკეთონ, რათა გენდერულ თანასწორობას შეუწყონ ხელი?

გიორგი: ჩემი აზრით, ბიჭებმა, უბრალოდ, უნდა გაითავისონ ის ფაქტი, რომ ქალს აქვს იგივე უფლებები, რაც მამაკაცს. მას შეუძლია აირჩიოს, ისევე როგორც მამაკაცს; მას შეუძლია აკეთოს ის,რისი კეთების უფლებაც აქვს მამაკაცს. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც კანონით დაშვებულია.

ფოტო: გიორგი დადიანი