NEW WAVE

Giorgi_Maisuradze

გიორგი მაისურაძე, 21 წლის, რეჟისორი, რედაქტორი.

1. რატომ უნდა იყოს პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის თანასწორობისთვის ბრძოლა?

გიორგი: დღეს, საქართველოში, ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრობლემად განათლების დაბალი ხარისხი მიმაჩნია.
ვფიქრობ, ისეთი აქტუალური პრობლემები, როგორებიცაა ეკონომიკური სიდუხჭირე, რელიგიური ფანატიზმი, უმცირესობების ჩაგვრა, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა, გარემოს დაბინძურება, არქიტექტურული და ურბანული კოლაფსი და ა.შ. სათავეს ზემოთხსენებული ფაქტორებიდან იღებს. სამოქალაქოა ქტივობის გაზრდა აღნიშნული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი წინაპირობაა, თუმცა იმისთვის, რომ საზოგადოების ჩართულობა გაიზარდოს, ცნობიერების ამაღლებაა საჭირო.

2. რას ფიქრობ რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების შესახებ განათლების შეტანაზე სკოლებში? რა უნდა ისწავლებოდეს ამ საგნის ფარგლებში?

გიორგი: ვფიქრობ, საგანი, რომელიც ამ თემას შეეხება, ბევრ მნიშვნელოვან საკითხს უნდა მოიცავდეს, იქნება ეს უსაფრთხო სექსი, ნაადრევი ქორწინება, გენდერული თანასწორობა, სექსუალური ორიენტაცია და ა.შ. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობებში ამ თემების დამუშავება და გააზრება ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

3. მედია სივრცეში თუ არის პროგრესი ქალთა საკითხების გაშუქების მხრივ? რა ტენდენციებს ხედავ?

გიორგი: ვფიქრობ, წლების განმავლობაში ამ თემამ აქტუალობა შეიძინა. მედიის როლი აღნიშნული საკითხის წინა პლანზე წამოწევაში დიდია, თუმცა არაერთგვაროვანი. ინტერნეტ გამოცემებში, ტელევიზიებსა და ჟურნალ-გაზეთებში ხშირად შეხვდებით ქალთა საკითხებზე მომზადებულ სხვადასხვა სახის მასალას, რომლებიც გაჯერებულია სექსიზმითა და სიძულვილის ენით. თუმცა, არსებობს გამონაკლისი მედია საშუალებებიც, რომლებიც პროფესიონალურად აშუქებენ ამ თემებს.

ფოტო: გიორგი დადიანი 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>