WE ჩვენ – თამარ თედლიშვილი

tamar_P

თამარ თედლიშვილი – გორის მუნიციპალიტეტი

„მცდარი შეხედულებაა, როდესაც ამბობენ „კაცი უკეთესი ბიზნესლიდერია“, „კაცი უკეთესი პოლიტიკოსია“, „კაცს სხვანაირი გონება აქვს“. ქალი პოლიტიკაში ბევრს რთულად წარმოუდგენია, ანდა თუ წარმოიდგენენ ხოლმე, ეს უნდა იყოს ჯანდაცვის ან კულტურის სფეროები. ბევრი ქალი არც არის მოტივირებული, ჩაერთოს პოლიტიკაში.
გენდერული თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ ქალებს და მამაკაცებს, საკუთარი რეალიზებისთვის, ნებისმიერ ასპარეზზე, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ.
ჩემი ამომრჩევლის უმეტესობა ქალი იყო. მეტი ქალი რომ გვყავდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, პარლამენტში, ქვეყნის პოლიტიკა უკეთესობისკენ შეიცვლება, უფრო ლიბერალური გახდება.
ქალებს კაცებზე არანაკლებად შეუძლიათ, იყვნენ კომპეტენტურები, პროდუქტიულები და დამოუკიდებლები, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნდებიან და განათლებას მიიღებენ. პოლიტიკურ სივრცეს ძალიან სჭირდება თავდაჯერებული ქალები, რომლებიც ნდობის მანდატს ღირსეულად ატარებენ.
პოლიტიკური მოღვაწეობა მხოლოდ მამაკაცების პრეროგატივა არ არის. მსოფლიო პოლიტიკაში ქალისა და მამაკაცის როლები აღარაა გამიჯნული და ეს ჩვენმა პოლიტიკოსებმაც უნდა აღიარონ.
პოლიტიკაში მოსული ქალი განსაკუთრებით მგრძნობიარეა სოციალური საკითხების მიმართ (ჩემი პრიორიტეტიც ამომრჩეველთან დევნილებისა და საბავშვო ბაღების თემა იყო). დღესაც ხშირად მაქვს ურთიერთობა ქალებთან, რომლებსაც ჩემამდე უფრო ადვილად მოაქვთ თავიანთი ოჯახებისა და საცხოვრებელი პირობების პრობლემები – ეს იქნება გზის, წყლის თუ სხვა საკითხები. მათ სჯერათ, რომ მე უფრო მეტად გავიზიარებ და გულთან ახლოს მივიტან მათ გასაჭირს. რეგიონებში, სადაც საზოგადოება ქალს მხოლოდ დიასახლისად და შვილების გამზრდელად აღიქვამს, გენდერის კუთხით ბევრი სამუშაოა.”

ფოტო: გიორგი დადიანი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>