WE ჩვენ – ბაჩო ხურციძე

bacho_P

ბაჩო ხურციძე – საქართველოს რაგბის კავშირი

„მორაგბე ასოცირდება ვაჟკაცობასთან, სიმამაცესთან, სამშობლოს სიყვარულთან, ღირსებასთან, მორალთან, პრინციპულობასთან, ადამიანთან, რომელიც არის დამცველი. ამიტომ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიებში მორაგბეების ჩართულობა სწორი და წარმატებული ნაბიჯია. ამ კამპანიაში ჩვენ რამდენიმე წლის წინ ჩავერთეთ და დღემდე ვაგრძელებთ.
ჩემი აზრით, ქალებზე ძალადობის მთავარი მიზეზი განათლების ნაკლებობა და რელიგიური მრწამსის არასწორი აღქმაა. ის, რომ საზოგადოებაში მამაკაცი „პირველხარისხოვანია“, ქალი „მეორეხარისხოვანი“, ის, რომ ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია, ცრუ წარმოდგენაა ქალთა შესაძლებლობებსა და პოტენციალზე. საბედნიეროდ, იმ წრეში, სადაც მე ვტრიალებ, ასეთი წარმოდგენა არავის აქვს, პირიქით, ქალს პატივისცემით ეპყრობიან, პატივს სცემენ მის მოსაზრებებს, მისწრაფებებს, მიესალმებიან სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობას. ჩემი პირადი ოჯახის მაგალითზეც შემიძლია გითხრათ, რომ მეუღლე ყოველთვის სწავლობდა, მუშაობდა, ახლაც ლექციებს კითხულობს და ურთიერთობაშიც თანაბარი ვართ. ქალზე ძალადობა სიმხდალეა. ნებისმიერი სახის ძალადობა სისუსტის გამოვლენაა. რაგბი ძლიერი მამაკაცების სპორტია, რომელიც გმობს ასეთ საქციელს. საქართველოში ფიზიკურ ძალადობაზე მეტად ფსიქოლოგიური ძალადობაა გავრცელებული. მის დასაძლევად, მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა, ყველა პროფესიული სფეროს წარმომადგენელმა, თავისი წვლილი შეიტანოს.”

ფოტო: გიორგი დადიანი