WE ჩვენ – ნატალია ლომოური

natalia_P

ნატალია ლომოური – მწერალთა სახლის დირექტორი

„ჩემთვის იდეალურია ასეთი სურათი: გვყავდეს ძლიერი, განათლებული, დამოუკიდებელი ქალები, რომელებსაც აქვთ გარკვეული ფუნქციები და მოვალეობები. თუმცა, კლასიკური გაგებით,„მოვალეობები“ დღეს უკვე შეცვლილია. ქალებმა საკუთარ თავზე ბევრი რამ აიღეს და, რა თქმა უნდა, ნაკლებად განვითარებულ და განათლებულ საზოგადოებაში გაჩნდა შიში ძლიერი და დამოუკიდებელი ქალების მიმართ. ამის თვითმხილველები ყველა გავხდით, როდესაც ქალთა მკვლელობებისა და ძალადობის ფაქტები გახმაურდა.
გენდერული თანასწორობის განვითარებას არსებული სტერეოტიპები უშლის – უპირველესად ოჯახში, სადაც ქალისა და მამაკაცის როლები ნაწილდება. ბავშვი ოჯახში უნდა ხედავდეს დედ-მამის თანასწორობის მაგალითს, ის ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში უნდა გამოიხატებოდეს. ყველაზე დიდი იმპულსი ოჯახიდან მოდის, მაგრამ არსებობს სკოლა, საზოგადოება, სადაც ყველა ნაბიჯზე რაღაცას სწავლობ.
მე მწერლებთან მიწევს ურთიერთობა, იქაც კაცები ლიდერობენ, მაგრამ არიან გამორჩეული ქალები, რომლებიც ამ სფეროშიც თვალისმომჭრელად გაიბრჭყვიალებენ ხოლმე.
დიდი სურვილი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს ქალი პრეზიდენტი ან ქალი მინისტრი გვყავდეს, რომ მაჩოური ტესტოსტერონის ბრძოლამ ერთმანეთთან სულ სხვა სახე მიიღოს და სხვა განზომილებაში გადავიდეს. ძალიან მინდა აქტიური პირველი ლედი, პირველი პირების მეუღლეები, რომლებიც სოციალური თემების განხილვებ ში და მოგვარებაში ჩაერთვებიან.”

ფოტო: გიორგი დადიანი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>