WE ჩვენ – ნესტან კვინიკაძე

nene_P

ნესტან კვინიკაძე – ჟურნალისტი, მწერალი

„…გენდერული სფერო ძალიან რთულია, თუმცა, მჯერა, რომ ყველა პრობლემა მას მერე გვარდება, რაც მას გავიაზრებთ ხოლმე. და ალბათ, ბევრ რამეს სოციალურ პრობლემებამდე მივყავართ. უნდა გვახსოვდეს, რომჩვენ შეიძლება ვინმეს მოვთხოვოთ, იყოს კარგ განწყობაზე იმის გამო, რომ სამყარო წინ მიდის და ვითარდება, მაგრამ ამ „ვინმემ“ ეს ვერ შეძლოს, რადგან სულ სხვა სოციალურ გარემოში უწევს ცხოვრება.
…მნიშვნელოვანია, რომ გენდერული პრობლემები არა მხოლოდ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებზე ვრცელდება, არამედ ე.წ. პრესტიჟულ უბნებზეც, სადაც ადამიანებს სტაბილური სამსახურები აქვთ და არც ოჯახიშვილობა აკლიათ. ხარვეზი ყველგანაა. ერთხელ, მეგობრებთან ერთად კაფეში ვიჯექი, ვსაუბრობდით და უცბად აღმოვაჩინე, რომ მათი წარმატებულობის მიუხედავად, ისინიც ამ პრობლემების წინაშე იდგნენ.
გენდერული დაღი სათავეს კომუნისტურ სარტყელში მოქცეული ცნობიერებიდან იღებს, როდესაც ოჯახების უმეტესობა მარტივი პრინციპით – „დედა დიასახლისი, მამა – შემომტანი“ ცხოვრობდა.
თუმცა, ყველაზე მძიმე, 90-იანმა წლებმა პოზიტიური გარდატეხაც მოახდინეს – მაშინ ნათლად დავინახეთ, რომ ქალებმა იპოვეს გადარჩენის გზა, საკუთარ თავზე ყველაზე დიდი ტვირთი აიღეს, გადაკვეთეს საზღვრები, მოწყდნენ ყველაზე ძვირფასს – ოჯახს, რათა მეუღლეები ერჩინათ და შვილებისთვის სწავლის ფული ეშოვათ. ამან ქართველი კაცის, როგორც„შემომტანის“ სტერეოტიპი საგრძნობლად შეარყია. ქალებმა აჩვენეს გაუგონარი ძალა, ენერგია და გამძლეობა. სამწუხაროა, რომ ემიგრანტ ქალებს ხშირად ვივიწყებთ… ამიტომაა საჭიროა ისტერიული საუბარი ამაზე, რომ სხვის ისტორიებში ჩვენი თავი ამოვიცნოთ.
…თუ ჩვენ წამალდამოკიდებულ ადამიანებს ნარკომანებს ვუწოდებთ და საზოგადოებიდან გავრიყავთ, თუ უმცირესობებს განზე გავწევთ, თუ განაჩენს გამოვუტანთ ქალებს, რომ მათ მხოლოდ ბავშვებს მოუარონ და სხვა რესურსი გამოუყენებელი დარჩეთ, შედეგად რას მივიღებთ?..”

ფოტო: გიორგი დადიანი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>