WE ჩვენ – ქეთი დევდარიანი

keti_Print

ქეთი დევდარიანი – სცენარისტი

„შეიძლება ჩემს საახლობლოში ქალებზე ძალადობა არ ხდება, მაგრამ არსებობს ინტერნეტი და ინფორმაციის სხვა წყაროები, საიდანაც ყოველდღე ვისმენთ ამბებს ძალადობის ფაქტების შესახებ. ძალადობის მასშტაბების შესამცირებლად, აუცილებელია ქალის განათლება, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, თავისუფლება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვერავინ დაგვჩაგრავს.
ვცდილობ, ჩემი საქმით ვაჩვენო, როგორი სახე აქვს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ქალთა მკვლელობების ძალიან ცუდი სტატისტიკა იმ ტენდენციაზე მიუთითებს, რომ საქართველოში კაცი ქალს ხშირად თავის საკუთრებად მიიჩნევს. განათლების და დამოუკიდებლობის ნაკლებობა აქცევს ქალს კაცზე დამოკიდებულად, დამოკიდებულება კი – მსხვერპლად. ამიტომაც, ჩვენ უნდა გამოვიდეთ მსხვერპლის კონდიციიდან და გავხვდეთ დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანები, რომლებსაც არჩევანის საშუალება აქვთ.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და საზოგადოების მხარდაჭერა, განსაკუთრებით ქალაქებს მოწყვეტილი ქალებისთვის. ქალს თუ ეცოდინება, რომ ის მარტო არ არის, მის გვერდით კანონი და სახელმწიფოა, უფრო თამამად მიიღებს გადაწყვეტილებას.
ნებისმიერი საზოგადოება, რომელიც მოძალადეს ამართლებს, ძალადობის თანამონაწილე ხდება.”

ფოტო: გიორგი დადიანი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com