WE ჩვენ

ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც სქესისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად, თანაბარი უფლებებით
და შესაძლებლობებით უნდა ვსარგებლობდეთ.
ჩვენ ვართ ისინი, ვისგანაც იწყობა და იწყება საზოგადოება, სადაც ჯერ ისევ ცხელია ოჯახშიძალადობის
თემა, სადაც ბევრი ქალის უნიკალური შესაძლებლობების განვითარებასხშირად მხოლოდ სქესი
აბრკოლებს.
მაშასადამე, ჩვენ ვართ ისინი, ვინც თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით არ სარგებლობს.
ჩვენ ვართ ისინი, ვინც საკუთარი სახლის გარეთ, სხვის დასანახად აღიარებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს,
სახლის შიგნით კი ლეგიტიმურად შეურაცხყოფს და კრძალავს.
ჩვენ ვართ ისინი, ვინც ამბობს, რომ გენდერული როლები ისტორიულ ჩარჩოებშია მოქცეული და ეს ასეც უნდა იყოს – უკუნითი უკუნისამდე.
ჩვენ ვართ ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ ამ სამყაროში ქალის ადგილი სამზარეულოს რამდენიმე კვადრატული მეტრით შემოიფარგლება.
ჩვენ ვართ ისინი, ვინც საკუთარი შვილების ადრეულ ქორწინებას ეთანხმება.
ჩვენ ვართ ისინი, ვინც თავად ქმნის კლიშეებს ქალთა და კაცთა როლების შესახებ დამახინჯებული
ტრადიციულ-კულტურული ფასეულობების პოპულარაზიციით.
ჩვენ ვართ ისინი, ვინც არ ცნობს გენდერულ დემოკრატიას; ვინც ხშირად დუმილს ამჯობინებს პროტესტს.
ჩვენ გვინდა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება ამ ფოტოპროექტით, რადგან არსებობენ ისინიც, ვისაც
არ სურს იყოს „ჩვენ“.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>