ესტონური დღეები

2–დან 4 ნოემბერის ჩათვლით საქართველოში ესტონური დღეები გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთ გაეცნონ ესტონურ კულტურას, კულინარიას, განათლებასა და მეცნიერებას. ესტონური დღეები საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც მოიცავს, რომელთა მეშვეობით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას ესტონეთში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებზე, დაესწრებიან სხვადასხვა საინტერესო ლექციებს, სემინარებსა და ვორქშოპებს.
ესტონური დღეების ფარგლებში 2 ნოემბერს, თბილისის კონსერვატორიაში გაიმართება ესტონეთის მუსიკისა  და თეატრის აკადემიის და თბილისის კონსერვატორიის ერთობლივი კონცერტი:  „ასე შორს და ასე ახლოს: ——ტალინიდან თბილისამდე“
4 ნოემბერს ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ჩატარდება ფაბრიკის ტერიტორიაზე ( Fაბრიკა ) სადაც გაიმართება ესტონეთის საგანმანათლებო ბაზრობა, ცნობილი ესტონელი მომღერლის მარია ნუტის კონცერტი, სემინარი ესტონეთის ენისა და კულტურის შესახებ.  სტუმრები ესტონური სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებენ და ცნობილი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისგან გაიგებენ თუ რა შესაძლებლობები არსებობს ესტონეტში სწავლის გასაგრძელებლად. 
4 ნოემბრის დასკვნით ღონისძიებაზე, სტუმრებს უმასპინძლებენ: ესტონეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, ესტონეთის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში ქ-ნ კაი კარელსონი, ესტონეთის მთავრობის და სხვა ესტონური ორგანიზაციების მაღალჩინოსნები.  
პროექტის ორგანიზატორები არიან: ესტონეთის საელჩო საქართველოში, ფონდი არქიმედე და ორგანიზაცია – “ ისწავლე ესტონეთში“ .  დასწრება თავისუფალია 
დამატებითი ინფორმაციისთვის და დეტალური პროგრამის გასაცნობათ ეწვიეთ ქვემოთ მითითებულ ბმულს

https://www.facebook.com/events/1244697922269920/

www.studyinestonia.ee

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>