ფრანგების საამაყო „ვევ კლიკო“ თბილისში!

_AMI0769

პრემიუმ კლასის ფრანგული შამპანურისა და ქართველი მომხმარებლის პირველი პაემანი თეკუნას „კულინარიუმში“ შედგა. დახურულ წვეულებას, ცნობილ სახეებთან ერთად, კომპანია „გ.დ. ალკოს“ რამდენიმე ერთგული მომხმარებელი ესწრებოდა. ფრანგების საამაყო „ვევ კლიკოს“ მათ შოკოლადში ამოვლებული მარწყვისა და აზიური სამზარეულოს რამდენიმე კერძის თანხლებით გაუსინჯეს გემო. საღამოს ორგანიზატორებმა დეგუსტაციის ორიგინალური ფორმა აირჩიეს: წვეულების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ თეკუნას კულინარიულ მასტერკლასს დასწრებოდნენ და „კულინარიუმის“ სამზარეულო სივრცით თავადაც ესარგებლათ. მათ გარკვეული ინსტრუქციების თანხლებით, საკუთარი ოსტატობაც გამოსცადეს და აზიური სამზარეულოს ცნობილი კერძები ‒ სპრინგ როლი, ორაგულის ტარტარი, დამფლინგი მოამზადეს; გემო გაუსინჯეს თეკუნას ნახელავ ორი სახის ‒ ხორცისა და ბოსტნეულის ‒ ატრიასაც.
დეგუსტაციას საინფორმაციო ნაწილიც ახლდა თავს. ფრანგული შამპანურის დაგემოვნების თანხლებით, მისი ისტორია წვეულების დაინტერესებულ სტუმრებს „მოე ჰენესის“ წარმომადგენელმა გააცნო.
„ვევ კლიკო“ ფრანგული უმაღლესი ხარისხის შამპანურია. მისი თაყვანისმცემლები მთელს მსოფლიოში „ვევ კლიკოს“ ფუფუნებისა და დახვეწილი გემოვნების სიმბოლოდ მიიჩნევენ. შამპანურს ქართველი მომხმარებელიც აღტაცებით შეხვდა! პრემიუმ კლასის სასმელი ვისკის სახლებსა და ალკორიუმებში, „გ.დ. ალკოს“ მაღაზიებში იქნება წარმოდგენილი.
ფრანგული შამპანურის საქართველოში პირველ ვიზიტს 15 სტუმარი დაესწრო. „ვევ კლიკოს“ რაფინირებულ არომატთან ერთად მათ წვეულებიდან სამახსოვრო ფოტოები და წვეულების სასიამოვნო მოგონება წაიყოლეს.

PRINT_Culinart_14_Page_007

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>