ლადო ლომიტაშვილი

კადრი `პროექტი 12”-ისთვის შექმნილი ვიდეოდან

განათლებით არქიტექტორი ვარ. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ჩემი საქმიანობით ვიზუალურ ხელოვნებაში გააზრებული გადასვლაც დაახლოებით ამ პერიოდში მოხდა. ძნელია გავიხსენო პირველი ექსპერიმენტები, რადგან მთელი ბავშვობა ცდებს ვატარებდი: პულვერიზატორით ვხატავდი მიწაზე და ვაკვირდებოდი, დროთა განმავლობაში რა ტრანფორმაციას გადიოდა; ასანთის ღერებს სიგრძეზე ვალაგებდი და მიღებულ მონაკვეთს ვადარებდი ორ სხვადასხვა ობიექტს შორის მანძილებს… მაშინ ვერთობოდი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ბევრი უნარი სწორედ ამ გართობებმა გამომიმუშავა.

4-5 წელი, ძირითადად, ლანდშაფტური ფორმატით ვიღებდი. კომპოზიციებზე და ფერის ბალანსზე ვფიქრობდი. ერთ დღესაც, გააზრებულად ამოვატრიალე კამერა და მთლიანად შემეცვალა ფოტოგრაფიული ხედვაც და გემოვნებაც.

შთაგონებებს არ ვეძებ, მოულოდნელად ვპოულობ ხოლმე. ხელოვნებიდან იშვიათად მიპოვნია რაიმე. ძირითადად ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდები ან რეფლექსურად ვგრძნობ.

არ ვთვლი, რომ რაიმე სტილის ძიებაში ვარ ან, მითუმეტეს, რომ უკვე ვიპოვნე. არქიტექტურა და პროდუქტის დიზაინი თითქმის ყველა ჩემი ნამუშევრის სტრუქტურის ნაწილია. ძირითადად, ყველაფერი ფუნქციადაკარგულია სწორედ იმის გამო, რომ მოხდეს ფორმის მნიშვნელობის გადააზრება. მუდმივად ვაკვირდები მთავარი ფიგურის ნაწილებს, დეტალებსა და მათ კავშირებს.

ყურადღების  ყურად ღება – A tension of attention (ინსტალაცია) 2016 

ეს იქნება ადგილი -This must be the place 2016

Seidenstraße – 2015-2016 (სკულპტურა)

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>