“არა ნაადრევ ქორწინებას “

ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ადრეული ქორწინება არის ოფიციალური, ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც 18 წლის ასაკს მიუღწეველია. ადრეული ქორწინება  ადამიანის უფლებების დარღვევად ითვლება, რადგან არასრულწოვანს არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა ქორწინებაზე.

გაეროს  მოსახლეობის ფონდის მონაცემებით , არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 14% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. თუმცა, მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. 

ადრეული ქორწინება გენდერულ ჭრილში განსახილველი ფენომენია – ის  განსხვავებულ გავლენას ახდენს ბიჭებსა და გოგონებზე. ზოგადად, ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა, გოგონებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია. ადრეული ქორწინება გოგონებისთვის მძიმე შედეგების მომტანია, ხშირ შემთხვევაში მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას იწვევს და ხელს უშლის გოგონებს განათლების დასრულებაში. მოზარდობის ასაკში ორსულობა და მშობიარობა კი დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და შესაბამისად, ვითარების გასაუმჯობესებლად მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო როგორც პოლიტიკის და კანონმდებლობის დონეზე, ასევე თემებთან და თვითონ მოზარდებთან მათი დამოკიდებულების შესაცვლელად.

2017 წლიდან, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 18 წლამდე ქორწინება აკრძალულია გამონაკლისის დაშვების გარეშე.

კამპანია "არა ნაადრევ ქორწინების" ინიციატორი და იდეის ავტორი სამოდელო სააგენტო "Look Models"

ფოტო პროქტი – მარი ნაკანი 

საქორწინო კაბები უზრუნველყო მაღაზია "MARI GOLD"

XII

XII

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com