Xylouris White

ეს სიმებისა და დასაკრავი ინსტრუმენტების ხმაში გაჟღერებული ენერგიაა, მეტალის და კანის ზღვარს მიღწეული დაჭიმულობა. ტყავის, ნებისყოფის, მეტალის და ხის მჭიდრო პარადიგმა ტრანსფორმირებული ათასწლეულების მიღმა და ოსტატურად შერწყმული ქსილურის და ვაითის მიერ

ჯორჯ ქსილურისმა, რომელიც კრეტელი მუსიკოსების ოჯახიდან არის და ჯიმ ვაითმა (“Dirty Three“-ის დრამერი, ასევე წარმატებით თანამშრომლობს ცნობილ მუსიკოსებთან:(Bonnie ‘Prince’ Billy, PJ Harvey, Nina Nastasia, Cat Power da Smog ) ერთმანეთი 25 წლის წინ შემთხვევით გაიცნეს. 2013 წელს კი თავისი დუეტი
ჩამოაყალიბეს, მას შემდეგ რაც ვაითმა ქსილურისთან და მის ლეგენდარულ მამა ფსარანტონისთან ერთად
დაუკრა All Tomorrow’s Parties ფესტივალზე, რომელიც ნიკ ქეივის პროდიუსერობით ავსტრალიაში გაიმართა. 

 Fugazi’s Guy Picciotto-ს ხელმძღვანელობით, ამ ორმა მუსიკოსმა ერთობლივი სადებიუტო ალბომი ‘‘Goats’ (Other Music Recording Co., 2014) ჩაწერა. ალბომი ისეთივე რელიეფური და ბუნებრივია თავის ჟღერადობით, როგორც მისი სახელი „თხები“. კრეტა დიდი ხნის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვის გზაჯავერდინის ბოლო ნაწილად ითვლეობდა, ეს მის მუსიკაზეც აისახა და დღეს ის არის ევროპული და აზიური საუკუნოვანი მინორის სინთეზი, რასაც ავსტრალიელი დრამერის ოსტატობაც დაემატა.

კონტინეტებს შორისი თანამშრომლობა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, რის შედეგადაც გასულ წელს ალბომი ‘    ‘Black Peak’ (Bella Union, 2016) გამოიცა, რომელიც კრეტის ერთ-ერთი მთის მწვერვალის სახელს ატარებს. ალბომი მართლაც ერთგვარი მუსიკალური მწვერვალია, სადაც ქსილურისის ძლიერი ბარიტონი ძველ და თანამედროვე კრეტულ პოეზიას აჟღერებს.

ცოცხალი შესრულებისას ეს კომპოზიციები უჩვულო სახეცვლილებას განაგრძობენ. ეს არის დინამიური
პარტნიორობის შედეგი, სადაც ორივე მუსიკოსი ცენტრალურ ხაზზეა და ხანდახან ძნელიცაა გარჩევა თუ სად იკვეთება ვაითის მქუხარება ქსილურისის ინტენსიურად მჟღერ ხმასთან. ინტუციის და ბუნებრიობის სინთეზი, განსაკუთრებით მძაფრად სცენაზე აღიქმება — ხუჭუჭი თმა, სხეულის ცალკეული ნაწილების დინამიური მოძრაობა, დრამების და სიმების ფლუიდურობა — ეს დღეს იშვიათობაა მუსიკაში.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>