შთაბეჭდილება

ანა ჩადუნელი / მხატვარი

"პირველი “SOU” შთაბეჭდილებების მხრივ, ალბათ, ყველაზე გამორჩეული იყო.

მე, როგორც მონაწილე, უფრო მეტად ვაცნობიერებდი, რომ ის მუსიკოსები და ვიზუალური არტისტები, რომელთა ნამუშევრებს მხოლოდ “Youtube”-ით ვეცნობოდით, შესაძლებელი გახდა, თბილისში გვენახა და მოგვესმინა.

პირველ ივენთამდე დაუჯერებლად მეჩვენებოდა ამ ყველაფრის რეალობაში განხორციელება, მუშაობის პროცესი თითქოს რაღაც უტოპიური პროექტის შექმნას ჰგავდა.

მე და თამარი შევეცადეთ, ვიზუალური ესთეტიკაც მინიმალური, მაგრამ ცოტა მისტიური გამოსახულებით გადაგვეწყვიტა.

რეალურად ყველაფერი გამოვიდა და ძალიან შთამბეჭდავი იყო. ბევრი ნამუშევარი საკმაოდ კონტრასტული იყო აქაურ რეალობასთან მიმართებაში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ რა გავლენას იქონიებდა ლოკალურ გარემოზე.

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>