კაბადონი #წლისტურისტულიბიზნესი

თამარ ნიკურაძის – „კაბადონის“ გენერალური მენეჯერი

სიღნაღის შუაგულში, ბუტიკ სასტუმრო „კაბადონს“ შეხვდებით, რომელიც აღმოსავლური, მოდერნისა და ძველი ქართული მოტივების ინტერიერით და სიმყუდროვით მიგიზიდავთ. იქ მისულს აუცილებლად გაგაოცებთ ტურისტების სიმრავლეც. სასტუმროს ერთი მხრიდან ალაზნის ველის და კავკასიონის ქედის პანორამული ხედი იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს.

„კაბადონი“ 2012 წელს დაარსდა და 21 ნომერს აერთიანებს. მათ შორის არის სტანდარტული, დელუქს ნომრები და აპარტამენტები. ისინი კონფიგურაციით განსხვავებულია, თუმცა, საერთო სტილი ყველგან შენარჩუნებულია. სასტუმროს სავიზიტო ბარათი მისი ადგილმდებარეობაა: იგი სიღნაღის ცენტრშია განთავსებული, მოედანზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და დამთვალიერებლების საყვარელი ადგილია.

აქ განთავსებულია აუზი, საუნა, სპა, უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი, ღვინის ბარი ტერასაზე, საკონფერენციო დარბაზი და რესტორანი, საიდანაც ალაზნის ველის პანორამული ხედი იშლება.

დამსვენებლებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ ტურებით, რეგიონის და მთელი საქართველოს მასშტაბით.

თამარ ნიკურაძის, „კაბადონის“ გენერალური მენეჯერის თქმით, ეს არის პირველი სასტუმრო საქართველოში, რომელიც გაწევრიანებულია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბრენდის „Preferred Hotel Group – Preferred Boutique“ ქსელში. იგი აერთიანებს 650-მდე დამოუკიდებელ სასტუმროს და კურორტს, მსოფლიოს 85-მდე ქვეყანაში. ამ ქსელში შემავალი სასტუმროები უნიკალურობით და ექსკლუზიურობით გამოირჩევიან. მისი წევრობა „კაბადონის“ მაღალ სტანდარტებს განსაზღვრავს.

თამარ ნიკურაძე: „კაბადონი იდეალური ადგილია მათთვის, ვინც კომფორტს, სიმყუდროვეს და ყურადღებას აფასებს. ჩვენ არ დავიშურეთ ენერგია და რესურსი, რომ შეგვექმნა განსაკუთრებული და ექსკლუზიური პროდუქტი. სასტუმრო, თავისი მახასიათებლებით, გამორჩეულია რეგიონში.

სიღნაღი კი ერთ-ერთი ულამაზესი, არაჩვეულებრივი არქიტექტურის მქონე ისტორიული ქალაქია, ირგვლივ ბევრი საინტერესო ადგილია. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის, როდესაც კაბადონი გაიხსნა, სიღნაღში არ იყო მაღალი ხარისხის სასტუმრო. სწორედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეირჩა ეს ქალაქი.“

სასტუმროს მიზანი, ტურისტულად მიმზიდველი რეგიონების გამოცოცხლება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და დამსვენებლისთვის კომფორტული პირობების შექმნაა. სამომავლოდ კი გაფართოებას და სხვადასხვა მხარეში, მომსახურების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას გეგმავენ.

თამარ ნიკურაძე: „ჩვენ გარკვეული როლი მიგვიძღვის რეგიონის და ტურისტული სფეროს განვითარებაში, დამსვენებლების მოზიდვაში. მათ ვაცნობთ ქართულ კულტურას, ისტორიას, ვთავაზობთ მომსახურების მაღალ სტანდარტებს. ჩვენი წარმატება არის ის, რომ ძალიან კარგი გამოხმაურება გვაქვს და საკმაოდ მაღალია მომხმარებლის კმაყოფილების დონე. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორად ვაკეთებთ ამ ყველაფერს.

„ბიზნესდაჯილდოება“ მასშტაბური პროექტია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის გამარჯვება ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ეს ერთგვარი აღიარება და დაფასებაა. მოგვეცა სტიმული, რომ ვიყოთ პროგრესზე ორიენტირებული და კიდევ უფრო დახვეწილი, მრავალფეროვანი პროდუქტი და მომსახურება შევქმნათ.”

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com