ნიბა #წლისაგრობიზნესი

ვანდა ეჯიბაშვილი – კომპანია “ნიბას” საზოგადოებასთან  ურთიერთობის ხელმძღვანელი

თანამედროვე სტანდარტების მესაქონლეობის ფერმა „ნიბა“ 2008 წელს დაარსდა და საქართველოს ბაზრის ნაწილს ნატურალური რძით ამარაგებს. ოჯახური საქმიანობა ბაკურ ეჯიბიშვილმა წამოიწყო და საკუთარი შვილებიც აქტიურად ჩართო. დღეს, მათ ევროპული ჯიშის 125 სული საქონელი ჰყავთ და დღეში 2000-დან 3000 ლიტრამდე რძეს აწარმოებენ.

„ნიბა“ თბილისთან ახლოს, სოფელ კუმისში მდებარეობს. ფერმა მექანიზებულია, აღჭურვილია უახლესი, მაღალი ხარისხის ტექნოლოგიით და ადამიანური რესურსის ჩარევას მინიმალურად საჭიროებს.

მისი ჩამოყალიბება სახელმწიფო პროგრამის, „იაფი აგროკრედიტის“ ფარგლებში, „თიბისი“ ბანკის დაფინანსებით შეძლეს.

საქმიანობის დაწყებამდე, ბაკური ევროპაში არსებულ ფერმებს გაეცნო, შეისწავლა საქმის მნიშვნელოვანი პრინციპები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ამბობს, რომ საქართველოში ნატურალური რძის დეფიციტია. ქვეყანაში ამ მხრივ, ძალიან ცოტა პროფესიონალია და საჭიროა, განვითარება, ცოდნის ამაღლება და გამოცდილების დანერგვა. გარდა ამისა, ფერმერს აუცილებლად უნდა უყვარდეს და აინტერესებდეს ეს საქმე.

„ნიბაში“ ფიქრობენ, რომ „ბიზნესდაჯილდოებაში“ გამარჯვებამ მათი საქმის ცნობადობას შეუწყო ხელი და მოტივაცია აუმაღლა. ფერმერების მიზანიც სწორედ ეს არის, რომ გაზარდონ ამ სფეროსადმი ინტერესი, ქვეყანაში გაჩნდეს ნატურალური რძე და შემცირდეს ხელოვნური მინარევებით დამზადებული პროდუქტის რიცხვი.

სამომავლოდ, საქონლისთვის საჭირო საკვების წარმოებასაც თავად გეგმავენ. „ნიბას“ უახლოეს მომავალში გაფართოებას აპირებს, მნიშვნელოვანია, რომ ფერმა HACCP-ის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com