FINA #წლისინოვაციურიბიზნესი

რატი ბარბაქაძე – ოპერაციული დირექტორი

კახაბერ ხელაძე – აღმასრულებელი დირექტორი

ნიკოლოზ გოჩიაშვილი – ტექნიკური დირექტორი

(ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ) 

„ფინა“ 2006 წელს დაარსდა. ის აწარმოებს პროგრამულ პაკეტებს ცენტრალური ბანკებისა და მარეგულირებელი ორგანიზაციებისთვის. მის მიერ შექმნილი პროდუქტები იყიდება აზიის, ევროპის და აფრიკის 13 ქვეყანაში, მათ შორის არის: საქართველო, კოსოვო, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი და სხვ.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ქართველი პროგრამისტების პატარა ჯგუფმა გადაწყვიტა, შეექმნა ოპერაციული სისტემის და მონაცემთა ბაზებისგან დამოუკიდებელი ანალიტიკური სისტემა. მომდევნო 2 წელიწადში ის უკვე 3 ქვეყნის ცენტრალურ ბანკში დაინერგა. 2008 წლიდან, დაიწყო კომპანიის ინტენსიური ზრდა და პროდუქტი კიდევ 10 ქვეყანაში გამოიყენება.

„ფინა“ არის GITI 2016 — საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული, ნომინაციაში — „საუკეთესო კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილება“.

რატი ბარბაქაძე, „ფინას“ ოპერაციული დირექტორი კომპანიის მიღწევებზე საუბრობს:

„ეს საქმიანობა ეფუძნება ღია კოდის (Open Source) იდეას, რაც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, სისტემის დანერგვა ნიგერიის ცენტრალურ ბანკში. ის მართავს აფრიკის ყველაზე დიდ ეკონომიკას, 186 მილიონიანი ქვეყნის 2000-მდე საფინანსო ინსტიტუტს. ასევე, საინტერესო იყო პროგრამის ამუშავება კოსოვოს ცენტრალურ ბანკში, რადგან ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტივები პირველად დაინერგა ჩვენს სისტემაში.“

კომპანია „ფინა“, ადამიანური რესურსების შერჩევის და მათი განვითარების კუთხით, აღმოსავლური მიდგომით გამოირჩევა. ის წარმოადგენს ახალგაზრდა სპეციალისტებისგან შემდგარ ერთიან ბირთვს. ინოვაციური იდეებით და საქმისადმი კრეატიული დამოკიდებულებით, ახერხებენ, ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება ბაზარზე წარმოქმნილ მოთხოვნებზე.

რატი ბარბაქაძე: „ჩვენთან მოქმედებს მუდმივი სტაჟირების პროგრამა, რომლის მიზანიც სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარებაა. კომპანია ახალგაზრდებს აძლევს შანსს, დასაქმდნენ IT ტექნოლოგიების სფეროში, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში და განვითარდნენ კვალიფიციურ დეველოპერებად.

რატი ბარბაქაძე: „ფინამ“ მონაწილეობა მიიღო 2014 წელს ჩატარებულ კონკურსში — Google summer of code. კომპანიის მთავარი პროგრამისტი და პარტნიორი ინდოეთიდან მენტორობას უწევდნენ ჩვენს სტაჟიორს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პროექტის განვითარებაში და კომპანია ახალ დონეზე გადაიყვანა.“

მნიშვნელოვანია, რომ „ფინამ“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2012-2013 წლებში განახორციელა საზაფხულო სკოლის პროექტი. ის მოიცავდა სტუდენტების სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. მათ შეისწავლეს IT პროექტების მართვა, პროგრამირების საფუძვლები.

„ფინას“ გუნდი ფიქრობს, რომ „ბიზნესდაჯილდოებაში“ გამარჯვებამ მათი კომპანიის ცნობადობა გაზარდა. გაუჩნდათ მეტი თვითდაჯერებულობა და პასუხისმგებლობა, რომ პროგრესზე იყვნენ ორიენტირებული.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com