სტარტაპერი -კნიკი – ჯადოსნური ბეჭედი

წარმოიდგინეთ, გიკეთიათ ბეჭედი, რომელშიც ჩატვირთულია სხვადასხვა მონაცემი. ერთი ხელის მოსმით ასრულებთ ფინანსურ ოპერაციას, საშვის გარეშე შედიხართ შენობაში, კინოთეატრში, ფიტნეს კლუბებსა და ა.შ. მეტიც, შეგიძლიათ საკუთარ რეზიუმეს, ლინკებს და სხვა მონაცემებს ამ ერთ სამკაულში მოუყაროთ თავი და ტელეფონში არსებული სპეციალური აპლიკაციით გაუზიაროთ სხვებს.

ეს ორიგინალური და მრავალფუნქციური პროდუქტი თავისუფალი უნივერსიტეტის სამმა სტუდენტმა შექმნა. კნიკის დამფუძნებლებმა სტარტაპერის ფარგლებში ტრეინინგებით, კონსულტაციებით და პიარ მხარდაჭერით ისარგებლეს.

დავით კვიციანი: „უნივერსიტეტში, ყოველდღიურად საშვის გამოყენებისას, სირთულეს ვაწყდებოდით. ის მიმაგრებული გვქონდა პირადობის მოწმობაზე და ყოველ ჯერზე, საფულეში არსებულ ბარათების დასტაში გვიწევდა ძებნა. ეს საკმაოდ არაკომფორტული იყო. გადავწყვიტეთ, ყველაფერი ერთ მცირე ბეჭედკნიკი
– ჯადოსნური ბეჭედიში გაგვეერთიანებინა და ხელის მარტივი მოძრაობით შეგვესრულებინა სხვადასხვა მანიპულაცია.“

გიორგი მიქაცაძე: „კნიკი არის პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხმარებლო პროდუქტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება ყოველდღიური ფინანსური თუ სხვა ოპერაციების შესრულებაში. მსურველებს შეუძლიათ ბეჭედში ჩატვირთონ აბონემენტი, ბილეთები, პირადი მონაცემები და სხვ. ეს ნივთი სავიზიტო ბარათის შემცვლელად გამოიყენება. მნიშვნელოვანია, რომ ის წყალგაუმტარია და არ საჭიროებს დატენვას.“

საბოლოო შედეგამდე დიდი და საინტერესო გზა განვლეს…

კობა ცერცვაძე: „თავდაპირველად ექსპერიმენტების ჩატარება დავიწყეთ. სხვადასხვა სამკაული ვცადეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ბეჭედი ყველაზე მოსახერხებელი იყო.

შემდეგ სტარტაპ საქართველოს კონკურსის 20 გამარჯვებულს შორის მოვხვდით. მივიღეთ დაფინანსება და უფასო კონსულტაციები საკმაოდ გამოცდილი მენტორებისგან, რომლებიც  Silicon Valley – დან იყვნენ მოწვეული. ტრეინინგებმა და ტრენერებთან უშუალო კომუნიკაციამ დიდი გამოცდილება მოგვცა. გავეცანით ბაზრის კვლევის დეტალებს, საწარმოო თავისებურებებს, სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და სტარტაპების სწრაფი განვითარებისთვის საჭირო მეთოდებს.“

აღსანიშნავია, რომ „კნიკში“ არსებული ინფორმაცია სრულიად დაცულია. მისი დაკარგვის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ონლაინ-დეაქტივაცია. ბეჭედი მაღალი ხარისხის ხისგან და ქვის კანტისგან მზადდება. ფასი 95-დან 195 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია დიზაინზე. მსურველებს საშუალება აქვთ, თავად შეარჩიონ მოდელი, სასურველი ინიციალები, ფერი და შეუკვეთონ საიტზე.

ახალგაზრდა სტარტაპერებს საინტერესო ხედვა აქვთ, შესაბამისად იდეაც უამრავია… სამომავლო გეგმა კი — კნიკის საერთაშორისო ბაზარზე გატანაა.

ფოტო : გიორგი დადიანი / ნატა სოფრომაძე

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com