სტარტაპერი -THE WORLD OF SPILOW

მაქმანები, დინოზავრები, ქართული ანბანი, ყვავილები… Spilow ცელქი ბავშვების სამყაროს ქმნის, სადაც პატარები დამოუკიდებლები და პროგრესულები არიან. თავად წყვეტენ თუ რა ჩაიცვან. მასში გამოწყობილებს შეუძლიათ იყვნენ აქტიურები და მოუსვენრები. Spilow-ს ტანსაცმელი არ ზღუდავს ბავშვებს, პირიქით უფრო ლაღს და თავისუფალს ხდის.

Spilow სამი ახალგაზრდა დედის სოფო ჩხაიძის, ტასო ჯაფარიძის და მარინკა ღარიბაშვილის შექმნილია. ამბობენ, რომ მათი მთავარი შთაგონება საკუთარი შვილები არიან. ახლა, როცა ეს სტარტაპი საოცრად მოთხოვნადია, იხსენებენ პირველ ნაბიჯებს და განვითარების ეტაპებს. ამ პროცესში, თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

სოფო ჩხაიძე: “Spilow საკმაოდ ნელა ვითარდებოდა. ერთი მკერავიდან მეორესთან დავრბოდით, მუდმივად უკმაყოფილოები ვიყავით ხარისხით, შეკვეთები გვიგვიანდებოდა. მივხვდით, რომ პროგრესისთვის კაპიტალი იყო საჭირო. სტარტაპ სესხით და კონსულტაციით სარგებლობის შემდეგ, კომპანია ძალიან სწრაფად წავიდა წინ. გავხსენით გასაყიდი ობიექტი და სამკერვალო, გაუმჯობესდა ხარისხი, პროცესი უფრო მოქნილი გახდა. სულ რამდენიმე თვეში ეს საქმე სრულფასოვან ბიზნესად იქცა. გაიზარდა მომხმარებელთა რიცხვი და მალე, საკუთარი სახსრებით მეორე ობიექტის გახსნასაც ვგეგმავთ.”

ტასო ჯაფარიძე: “სამივეს გვყავს შვილები და მათ მაგალითზე მივხვდით, რომ ახალი თაობა საოცრად დამოუკიდებელი, მოაზროვნე და აქტიურია. ისინი თავად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა ჩაიცვან. მშობლებს ხშირად ვურჩევთ, რომ ბავშვებს მისცენ მეტი თავისუფლება არჩევანის გაკეთების დროს.

Spilow-ს პროდუქტი ღირებულების მიხედვით, საშუალო კატეგორიას მიეკუთვნება. ვცდილობთ, ეს არც ფუფუნების საგანი იყოს და არც – იაფფასიანი.მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი გამოწვევა ფასის დარეგულირებაა.თუმცა, ამას ვახერხებთ. გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მშობლებისთვის.”

ბრენდის პრიორიტეტი მაღალი ხარისხია. როგორც მშობლები, იაზრებენ ამის აუცილებლობას და კოლექციების ძირითად ნაწილს ბუნებრივი, ნატურალური ქსოვილებით ქმნიან. დიზაინს ბავშვების ინტერესების მიხედვით არჩევენ.

სოფო ჩხაიძე: “პროფესიით დიზაინერები არ ვართ, სამოსს საკუთარი გამოცდილებით და ინტუიციით ვქმნით.

მუშაობის დროს, ბავშვების ინტერესებს ვითვალისწინებთ. მაგალითად, ყველა პატარას უყვარს დინოზავრი, უნდათ ჩაიცვან მისი ფორმა, რომელიც ძალიან ცუდი ხარისხის არის. ჩვენ მოვიფიქრეთ “დინო ჟაკეტები” დინოზავრის დეტალით. ძალიან კარგი ხარისხია და ყოველდღიურ ჩასაცმელადაც გამოიყენება. სწორედ ეს გახდა ყველაზე გაყიდვადი მოდელი.”

მათ კოლექციებში შეხვდებით ზედებს ქართული წარწერებით: წარმოიდგინე, აღმოაჩინე, იფრინე. ფიქრობენ, რომ Spilow-ს სპორტული სამოსიც კი ორიგინალური დიზაინის არის. ამიტომ შეიყვარა მომხმარებელმა ის, ასეთ მოკლე დროში.

სოფო ჩხაიძე: “ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან და მშობლები მათთვის საბაზისო სამოსს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად იძენენ სხვადასხვა მაღაზიაში. გამორჩეული ტანსაცმლის საჭიროების შემთხვევაში, კი Spilow საუკეთესო ალტერნატივაა. აღსანიშნავია, რომ ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია გამოსასვლელი კაბები.

ასევე, ერთ-ერთი სკოლის და საბავშვო ბაღისთვის შევკერეთ წინსაფრები. სოციალურ ქსელში ამ ნამუშევარს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ დავამზადეთ ფერებში და ახლა უკვე მსურველებს შეუძლიათ ისინი ჩვენს დახლზე შეიძინონ.”

ფიქრობენ, რომ ბრენდის მთავარი მომხმარებლები ბავშვები არიან და არა – მშობლები. ამიტომ, ცდილობენ ნამუშევრები პატარების გემოვნებას მოარგონ.მათი თქმით, Spilow-ს ირჩევენ სწორედ ის მშობლები, რომლებიც ამ თანამედროვე მიდგომებს იზიარებენ. კომპანია ტენდენციებთან ერთად ვითარდება და ბავშვივით სწრაფად იზრდება. შესაბამისად, უამრავი გეგმა და მისწრაფება აქვთ.

ტასო ჯაფარიძე: “ბოლო დროს, ძალიან სწრაფად ვვითარდებით და ეს წარმოების გაზრდისკენგვიბიძგებს. ამ ეტაპზე, ერთი ობიექტი გვაქვს City Mall -ში. სულ მალე, ჩვენი პროდუქცია გაიყიდება გალერია თბილისშიც, თავისუფლების მოედანზე. ერთ თვეში ვებგვერდი დაიწყებს ფუნქციონირებას და მსურველები სამოსის ონლაინ შეძენასაც შეძლებენ. ჩვენი მთავარი მიზანი, კი საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა.”

ფოტო : გიორგი დადიანი / ნატა სოფრომაძე

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com