ფრთოსანი პეტრე ოცხელი

სტატიაში გამოყენებულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის კოლექცია.

1937 წელს 30 წლის პეტრე ოცხელს კონტრრევულუციის მცდელობის ბრალდებით ხვრეტენ. სიცოცხლე მთავრდება უარგუმენტოდ, დაუსაბუთებლად, გამოუძიებლად. რჩება მისი შექმნილი ხელოვნება, რომელიც სოციალისტური რეალიზმის სრულიად საპირისპირო მხარეს დგას. მისი ნამუშევრები ინდივიდუალიზმის უმაღლესი გამოვლინებაა. ფორმებზე, სტილზე, თავისუფლებასა და თითოეულ სილუეტზე დაკვირვებით მიხვდებით, რომ გაუგებარია სად მთავრდება რეალობა და იწყება ფანტაზია. გვიყვება და გვაცნობს იმას, რაც თავადაც არ ჰქონდა ნანახი და დაუსწრებლად ქმნიდა. პეტრეს ჰქონდა ერთგვარი საიდუმლო, ამოუხსნელი შემოქმედებითი კოდი, რომელმაც წლების შემდეგაც კი შეუძლებელი გახადა მისი მიბაძვა.

მხატვრის პერსონაჟებს სუპერგმირებს ამსგავსებენ. ოცხელის სტილი და ხედვა ახლაც ისეთივე თანამედროვეა, როგორც საუკუნის წინ. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ახალგაზრდა თაობა განსაკუთრებით ინტერესდება მისით.

ბავშვობა მოსკოვში გაატარა. ოჯახი განსაკუთრებ ულად ზრუნავდა მის განათლებაზე. მომავალ საქმიანობაზე გავლენა თეატრთან სიახლოვემაც იქონია. და მაინც, ის სრულიად სხვა რეალობას ქმნიდა, ნამუშევრებში იმაზე მეტი ინტელექტი და ცოდნა აისახა, ვიდრე 30 წლის ახალგაზრდა კაცს შეიძლებოდა დაეგროვებინა.

მოდერნისტული, ავანგარდული იდეები თეატრს შეაფარა. ხელოვანი მოსკოვში კონსტანტინე სტანისლავსკისთან, თბილისში კი კოტე მარჯანიშვილთან მუშაობდა. ყველა აღნიშნავდა, რომ პეტრეს მიერ სპექტაკლებისთვის შექმნილი ესკიზები დამოუკიდებელ ფერწერულ ნაწარმოებებს წარმოადგენდა. მისი დამსახურებით, ქართული სცენოგრაფია ცალკეულ დარგად იქცა, მეტიც, მხატვრის კოსტიუმები მსახიობებს როლის შექმნაში, ნიშან-თვისებების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა.

წელს, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება დაიგეგმა. თეატრალური ფესტივალი მხატვრის თემატიკას ეხებოდა, მის ფარგლებში ხელოვნების მუზეუმმა ოცხელის კატალოგის პრეზენტაცია გამართა და სხვ.

საინტერესო წამოწყებებს „თიბისი“ ბანკიც შეუერთდა.

ხელოვნების მუზეუმის ინიციატივით, ბანკმა ოცხელის 30 ტილოს რესტავრაცია დააფინანსა.

რესტავრირებული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “პეტრე ოცხელი – მუდმივად თანამედროვე“ თიბისი გალერეაში მოეწყო. აღსანიშნავია, რომ აქვე წარმოდგენილი იყო ნახატი “ფრთოსანი მღებავი.“ ის ხელოვნების მუზეუმის პერმანენტულ ექსპოზიციაზეა ხოლმე წარმოდგენილი, საქართველოში სხვაგან ვერ შეხვდებოდით. ამან დამთვალიერებლების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. სხვა ნაშრომებთან ერთად, რესტავრაციის დროს, ესკიზების უკან და პასპარტუში აღმოჩენილი უცნობი ტილოებიც გამოიფინა.

ნინა ახვლედიანი, “თიბისი” ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, მხატვრის იუბილესთან დაკავშირებულ აქტივობებზე საუბრობს:

“აქცენტს საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკეთებთ ხოლმე. ამ შემთხვევაშიც გამოფენაზე სკოლები მოვიპატიჟეთ. გამოფენის მეგზურებმა ბავშვებს საინტერესო ექსკურსიები ჩაუტარეს, ზედმიწევნით მოუყვნენ მათ ხელოვანისა და მისი ნამუშევრების შესახებ. იმავე სივრცეში ნახავდით ვირტუალური რეალობის ზონასაც, სადაც ბავშვები შედიოდნენ, სპეციალურ სათვალეს იკეთებდნენ, ოცხელის პერსონაჟებს ეცნობოდნენ და იქვე, 3D განზომილებაში ხატავდნენ.ბავშვების ჩართულობა მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში, სწორედ იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მათთვის ძალიან საინტერესო და ბუნებრივად აღსაქმელია. ჩვენი პროექტის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვებს მათთვის საინტერესო, ინოვაციური ფორმით მივაწოდოთ ხელოვნების ნიმუშები. ამ გზით, ჩვენ ვახერხებთ, რომ გასართობ პროგრამას მივანიჭოთ საგანმანათლებლო და შემეცნებითი ფუნქცია. “

აღსანიშნავია, რომ „თიბისი“ ბანკი უკვე მესამე წელ- ია პროექტ 12-ს ახორციელებს. ეს არის მასშტაბური კამპანია, რომლის მიზანი თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობაა. ის წელიწადში ერთხელ იმართება და ორიგინალურ აქტივობებს მოიცავს.

შარშან პროექტ 12-ის მხარდამჭერი ინტერნაციონალური კომპანია “VISA” გახდა. აქცენტი პროდუქტზე გაკეთდა. დამზადდა უკონტაქტო სტიკერები, რომლებიც მობილურ ტელეფონებს უკანა მხარეს ეკრობა და ბარათის ფუნქციას ასრულებს. ბანკმა არტისტებთან კოლაბორაცია გადაწყვიტა, და თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით 12 საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა.

წელს პროექტი ოცხელის თემატიკას დაუკავშირეს, რადგან აშკარაა – ახალგაზრდა, თანამედროვე ხელოვანებს დიდი ინტერესი აქვთ ამ მხატვრის მიმართ. ახალგაზრდა არტისტებს საშუალება მიეცათ ოცხელის ნამუშევრები საკუთარი ინტერპრეტაციით და სხვადასხვა სტილისტიკით გარდაექნათ. ქეთევან საქარელმა შექმნა სამკაულები, რომლებზეც პეტრე ოცხელის ტილოებია ასახული. გიორგი მიქიაშვილმა 3D განზომილებაში აწყობილი “ფრთოსანი მღებავის” პერსონაჟი წარმოადგინა, მარიამ საშამ ციფრული ილუსტრაცია შექმნა და პერსონაჟები სუპერგმირებად აქცია. ნეონის განათებით აწყობილი “ფრთოსანი მღებავი” თემო მაჭავარიანს ეკუთვნის და ნამუშევარი სულ მალე თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გამოჩნდება. მუსიკოსმა გაჩა ბაქრაძემ დაწერა კომპოზიცია, რომელიც ნიკოლოზ კაპანაძის მიერ შექმნილ ვიდეოს დაედო ფონად. სანდრო კაპანაძემ და მისმა გუნდმა კი ანი მაციაზე იმუშავეს.

ეს ადამიანები სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ საინტერესო ცხოვრების სტილსა და ძირითადი საქმიანობის გარდა, ორიგინალური ჰობი აქვთ.

“შეიქმნა ვებ გვერდი www.12.ge , რომელიც პროექტში მონაწილე ავტორების ნამუშევრებს, მათზე განსხვავებულ და საინტერესო ტექსტურ თუ ვიზუალურ მასალებს აერთიანებს.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ურბან არტსაც. მიმდინარეობს მოლაპარაკებები გრაფიტის სპეციალისტებთან და საინტერესოდ მოიხატება დედაქალაქის ერთ-ერთი კედელი. პროექტი აზარტულია ხელოვნების წარმომადგენლები სთის .„თიბისი“ ბანკი იყენებს უამრავ საკომუნიკაციო არხს, ეკრანებს, გაჩერებებსა და სხვადასხვა სივრცეს ნამუშევრების გამოსაფენად. ამ მასშტაბის კამპანია ძალიან საჭიროა თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციისთვის.”

    

მშენებელი სოლნესი / ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი – 30X19

THE MASTER BUILDER / PAPER, PENCIL, WATER-COLOUR, INK – 30X19

1931. 

ცეცხლის გამჩაღებლები / ქაღალდი, აკვარელი, ფანქარი, ტუში – 15,6X22,2

THE FIRE STARTERS / PAPER, WATER-COLOUR, PENCIL, INK – 15,6X22,2

1927.

ურიელ აკოსტა / ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი – 25,5X13,5

HURRIEL ACOSTA / PAPER, PENCIL, WATER-COLOUR 1

930. 

ბეატრიჩე ჩენჩი / ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი – 29,4X13,3

BEATRICE CHENCI / PAPER, PENCIL, WATER-COLOUR – 29,4X13,3

1930. 

ყაჩაღები / ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი, ტუში – 17,5X40,4

THE ROBBERS / PAPER, PENCIL, WATER-COLOUR, INK – 17,5X40,4

1932. 

მშენებელი სოლნესი / ქაღალდი, ფანქარი, აკვარელი, ტუში – 26X34.2

SKETCH FOR THE PLAY MASTER BUILDER / PAPER, PENCIL, WATER-COLOUR, INK – 26X34.2

1931

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>