სეიშელის კუნძულების იდილია

ირგვლივ პალმის ტყეები, განსაცვიფრებელი მარჯნები და ზღაპრული სანაპიროა გადაშლილი. ნამდვილი მიწიერი სამოთხეა! სეიშელის კურძულები…

აქ ხარობს მსოფლიოს უდიდესი მცენარე – სეიშელის პალმა, რომლის ნაყოფიც 20 კილოგრამს იწონის. ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა, რომ სწორედ ეს ნაყოფი გახდა ადამისა და ევას ცდუნების მიზეზი. აქვე ნახავთ ერთად თავმოყრილ უამრავ იშვიათი ჯიშის ფრინველს. სხვაგან სად შეხვდებით სეიშელის თუთიყუშებსა და ბულბულებს… მართლაც რომ სამოთხეა დედამიწაზე! და მისი აღმოჩენა ისევ და ისევ Turkish Airlines-ის ანგარიშზეა – უპირობო გამონაკლისი, როცა დედამიწის თვით უშორესი წერტილიც კი ვერ გაშინებს თავისი სიშორით, იმდენად გარანტირებულია კომფორტული და ოცნებასავით ლივლივა ფრენა!

სეიშელის კუნძულები ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, მადაგასკართან ახლოს მდებარეობს. ქვეყნის შემადგენლობაში 100-მდე კუნძული შედის. მათგან მხოლოდ 33-ია დასახლებული. ზღაპრული ლანდშაფტისა და დაუჯერებლობამდე შთამბეჭდავი კადრების პანორამა რეალობის განცდას გიკარგავს…

გასაკვირიც არაა, რომ სეიშელი მსოფლიო ლიდერია ტურიზმის თვალსაზრისით. მდგრადი განვითარების უცვლელი და სტაბილური საფუძველი – მომაჯადოებელი ბუნებრივი გარემოა. ყოველწლიურად სეიშელის კუნძულები 150 000- მდე ტურისტს მასპინძლობს. მათთვის აქაურობა ზღაპრული და ფოტოგენური გარემოა თეთრი ქვიშით, სანაპიროს ფერთა გამითა და ჯერაც ხელუხლებელი ველური ბუნებით. წარმოიდგინეთ: ნაპირთან ახლოს წყალში ჩადგმული შეზლონგი, ოკეანის ტალღების ხმა, თეთრი ქვიშის სანაპიროები, ფეხებზე მოლამუნე თბილი, ფირუზისფერი წყალი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რომანტიკული საღამოები და იდილიური გარემო, შეუდარებელი ბუნება… რეალობად ქცეული ზღაპარი სიმშვიდის მოყვარულთათვის.

სეიშელის კუნძულებზე დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდი მარტიდან ნოემბრის ჩათვლითაა, თუმცა ზამთრის თვეებიც საოცრად თბილი და სასიამოვნოა. საშუალო ტემპერატურა ამ პერიოდში 26-32 გრადუსს შორის მერყეობს. სეიშელის მთავარი სიმდიდრე მისი სანაპიროა, თავისი მდიდარი წყალქვეშა სამყაროთი, რომლის დათვალიერებაც აკვალანგის უბრალო სათვალითაა შესაძლებელი.

არ გამოტოვოთ მზის ჩასვლა – ზღაპრული სანახაობა! უდავოდ ღვთაებრივი ადგილია: მთელ სიგრძეზე გადაჭიმული მარჯნის რიფები, ჯადოსნური წყალქვეშა სამყარო და ცივილიზაციისგან ხელუხლებელი ბუნება, გიგანტური პალმები და ბროლივით გამჭვირვალე, თბილი წყალი – ეს არის ის, რაც არა მარტო სრულყოფილ დასვენებას უზრუნველყოფს, არამედ მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდებათ! შესანიშნავი კლიმატი მთელი წლის განმავლობაშია შენარჩუნებული, ზამთარშიც კი.

ზღაპრული სასტუმროები მთელ კუნძულზეა გაბნეული. თითოულ მათგანში ხმაურიანი სამყაროსგან იზოლირების, სიმშვიდის, ყველასა და ყველაფრისგან დასვენების ატმოსფეროა შექმნილი, რომელიც მარტივად გავიწყებს ურბანულ რეალობას. სასტუმროების ყველაზე დიდი ქსელი Constance Hotels and Resorts იდეალური დასვენების უკლებლივ ყველა პირობას უზრუნველყოფს, სადაც თითოეული ნიუანსი ტურისტის მაქსიმალურ სიამოვნებაზეა გათლილი.

სასტუმრო Constance Ephelia თავისი მასშტაბებით, გემოვნებითა და ზღაპრული ხედებით გაგაოცებთ! ის სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს აერთიანებს როგორც წყვილებისთვის, ასევე ოჯახური დასვენებისთვის. აქ ნახავთ ზღაპრულ ვილებს, სადაც თავს განსაკუთრებულად იგრძნობთ ფუფუნებისა და კომფორტის გარემოში. სასტუმროს ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა ისარგებლოთ გამაჯანსაღებელი პროცედურებითა და სარელაქსაციო ოთახებით. ზღაპრულ ფერებში, სიმწვანესა და ოკეანის სანაპიროზე დასვენების დროს, ბუნებრივია, გართობაც ძალიან მნიშვნელოვანია და სასტუმრო სხვადასხვა ტიპის აქტივობას სთავაზობს დამსვენებლებს. მთელ ტერიტორიაზე განთავსებული რესტორნები სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოთი უმასპინძლდება სტუმრებს, დასვენების გასტრონომიული ნაწილი ყველანაირ მოთხოვნასა და გემოვნებას აკმაყოფილებს.

დიდი სიამოვნება გელით სასტუმრო Constance Lemuria- შიც. მისი ნომრები კომფორტის, ფუფუნებისა და ველური ბუნების ესთეტიკის სინთეზია. თითქმის ყველა ნომერი ოკეანეზე გადის და თვალწინ მომაჯადოებელი ხედი გეშლებათ: ზურმუხტისფერი სანაპირო, სადაც სხვა არაფერი გჭირდება კარგი ამინდის გარდა და ეს ამინდიც გარანტირებულად კარგია ყოველთვის!

სასტუმრო Constance Lemuria-ს ყველაზე დიდი გოლფის მოედანი აქვს, სადაც სპორტული დამსვენებლებისთვის საუკეთესო გართობის ყველა პირობაა შექმნილი.

სასტუმროს საუკეთესო რესტორნები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მასპინძლობს და განსაკუთრებულ სამზარეულოსთან ერთად დაუვიწყარ გარემოს სთავაზობს მათ., თუნდაც საუცხოო ვახშამს ოკეანის პირას.

კუნძულს ოდესღაც მხოლოდ ზურგჩანთიანი და კარვიანი ტურისტები სტუმრობდნენ, ახლა კი მთელ სანაპიროზე მაღალი კლასის სასტუმროების პანორამაა. თეთრი ქათქათა პლაჟები ესთეტიკასთან ერთად, სისუფთავითაც გამოირჩევა. პლაჟები მრავალფეროვანია. კუნძულთა უმეტესობა წყნარია, ნაწილი კი – ხმაურიანი. მრავლად შეხვდებით უკაცრიელ ადგილებსაც. ვისაც განმარტოება სურს, მისთვის აქაურობა ნამდვილი სამოთხეა. თუ დაივინგი არ გიტაცებთ, შეგიძლიათ ადგილობრივი მეთევზეების საქმიანობას ადევნოთ თვალი და, ზოგადად, თუ დაუვიწყარ დასვენებასა და წარუშლელ ემოციებს ეძებთ, სეიშელი თქვენთვისაა!

 

XII

XII

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

ჟურნალი კულტურაზე

contact@redakcia3.com