კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე.

კვირის ფერია

Autumn Leaf – შემოდგომის ფოთოლი

ეს ფერი მეგობრულ და სასიამოვნო განწყობასთან ასოცირდება. ის ელეგანტურ და ამავდროულად მხიარულ, თბილ ფერად ითვლება. ასევე, ამ ფერის შემხედვარეს გონებაში სავარაუდოდ შემოდგომის ფოთლები, გოგრა, მიწა და ზოგადად შემოდგომის სეზონი გაგვიელვებს. 

ზოგადი რწმენით, ეს ფერი სტაბილურ განწყობას ქმნის და იგი სხვა ადამიანებთან კავშირის დამყარებაში გვეხმარება.

 

კვირის მუსიკაა

 

ისევ და ისევ, ჩვენი კვირის თემატიკა შემოდგომაა. დატკბით არაჩვეულებრივი მუსიკალური ჯგუფის, Sigur Rós-ის, მოსმენით.

 

კვირის ლექსია

რუპი ქორი წარმოშობით ინდოელი პოეტი, მწერალი და ილუსტრატორი ქალია, რომელიც პატარა ასაკიდანვე ოჯახთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. 

რუპის ნაწერები და ლექსები სიმარტივით გამოირჩევა, რასაც ხშირად თან ახლავს მის მიერ დახატული ილუსტრაციები. ის ინგლისურ ენაზე წერისას მხოლოდ პატარა ასოებსა და წერტილს იყენებს. ამას იგი საკუთარი კულტურის საპატივცემულოდ აკეთებს. 

რუპი ქორის ნაწერებში ქალური, სასიყვარულო, თვითმზრუნველობის და გულგატეხილობის თემები შეგვხვდება.

 

კვირის ნახატია

ნამუშევრის ავტორი ოგიუსტ როდენია. იგი 1840 წელს პარიზში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში იგი უმეტესად ცნობილია როგორც მოქანდაკე, მისი ჩანახატები ნაკლებმნიშვნელოვნად ნამდვილად არ ითვლება. ცხოვრების ბოლოს მოქანდაკემ განაცხადა: ,,ჩემი ნახატები ჩემი ნამუშევრების გასაღებია." 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>