12 მხატვარი ქალი

ქალი მხატვრები ყოველთვის არსებობდნენ, თუმცა ისტორიულად მათ მამაკაცებთან შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდათ. დაათვალიერეთ ჩვენი სია 12 ქალი მხატვრის შესახებ:

1. სარა პაქსტონ ბოლ დოდსონი (1847-1906)

სარა დოდსონი ამერიკელი არტისტი იყო. მამამისი ეწინააღმდებოდა აზრს, რომ ქალები ხელოვანები ყოფილიყვნენ. მისი შვილის მკაფიო და ადრეული მიდრეკილების მიუხედავად, სარამ ფორმალური განათლება მამამისის სიკვდილამდე ვერ დაიწყო. 

2. ალმა ტომასი (1891-1978)

ალმა ტომასი ამერიკელი მხატვარია, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი ხელოვნების სწავლებაში გაატარა. მან ხატვა 60 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო აღიარება 88 წლის ასაკში მოიპოვა. ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელსაც სოლო გამოფენა Whitney Museum of American Art-ში ჰქონდა.

3. მერი კასატი (1844-1926)

მერი კასატი ამერიკელი მხატვარი და აქტივისტი იყო. ის იბრძოდა ქალთა და ხმის მიცემის უფლებებისათვის. მისი ნამუშევრები ქალების, დედების თემაზეა, რომლებსაც ყოველთვის პირად სივრცეებში შევყავართ. 

4. სოფი გენგემბრ ანდერსონი (1823-1903)

სოფი ანდერსონი საფრანგეთში დაბადებული ხელოვანია, რომელიც ამერიკაშიც ცხოვრობდა. ის სიცოცხლეშივე კომერციულად წარმატებული იყო. მისი ერთ-ერთი ძვირადღირებული ნახატი 1 მილიონ ევროდ გაიყიდა 2008 წელს.

5. მარია ვან ოსტერვიეკი (1630-1693)

მარია ვან ოსტერვიეკი ნიდერლანდელი ნატურმორტების მხატვარი იყო. მისი სტუდია ვილემ ვან ეისტის, სხვა გავლენიანი ნიდერლანდელი მხატვრის, საპირისპირო მხარეს იდგა. ხელის თხოვნისას, მარიამ მას უარის მაგივრად უთხრა, რომ ის დათანხმდებოდა თუ მთელი წლის მანძილზე ეისტი ყოველდღიურად დახატავდა. მისი სტუდიის ფანჯრიდან ვილემის სახელოსნო კარგად ჩანდა, რისი წყალობითაც მარია იმ დღეებს კარგად ინიშნავდა, როცა ის არ მუშაობდა. მარია ვან ოსტერვეიკი ცხოვრების ბოლომდე გაუთხოვარი და წარმატებული ქალი დარჩა.

6. ლუიზ აბემა (1853-1927)

ლუი აბემა მდიდარ ოჯახში დაბადებული ფრანგი მხატვარი იყო. მისი პირველი ნამუშევარი, რითიც მან საზოგადოების ყურადღება მიიქცია მსახიობი სარა ბერნჰარდიტის, სავარაუდ მისი შეყვარებულის, პორტრეტი იყო.

7. მარი ლორენსინი (1883-1956)

მარი ლორენსინი კუბისტური მიმდინარეობის ფრანგი მხატვარი იყო. მისი ნამუშევრები შთაგონებულია თავისივე პერიოდის ავან-გარდისტული მხატვრების მიერ, მაგრამ იგი გამორჩეულია მიმდინარეობის უნიკალური მიდგომით, რომლის ყურადღება ქალების თემას ეთმობა.

8. მადლენ ლემერი (1845-1928)

მადლენ ლემერი ფრანგი მხატვარი იყო. ის კომერციულად წარმატებული თავისივე ცხოვრებაში გახდა. ყვავილების ხშირი ხატვის გამო მას სახელად "ვარდების იმპერატორი" შეერქვა. 

9. ჰენრიტ ბროუნი (1829-1901)

დაბადებული როგორც სოფი დე ბოტელიერი, მან ეს ფსევდონიმი პირადი და სამუშაო ცხოვრების გასაყოფად აირჩია, ვინაიდან იმ პერიოდში ქალი ხელოვანები მიღებულები არ იყვნენ. მისი დიპლომატი ქმრის დამსახურებით ის ხშირად მოგზაურობდა ჩრდილოეთ აფრიკაში, რაც მის ნამუშევრებს ნამდვილად ეტყობა.

10. დეიმ ლაურა ნაითი (1877-1970)

ზემოთ განთავსებული ნამუშევარი ,,ავტოპორტრეტი შიშველ ფიგურასთან" იმ პერიოდში დიდი კამათის საგანი გახდა. ის პირველად 1913 წელს გამოიფინა. მან ამ ნამუშევრით პოლიტიკური და რადიკალური განცხადება გააკეთა – ლაურა ნაითმა დახატა საკუთარი თავი შიშველი ფიგურის წინ ჩაცმული, ზუსტად იმგვარად, როგორც მამაკაცი მხატვრები დახატავდნენ საკუთარ თავს. ის პირველი ქალია, რომელიც როიალ აკადემიის წევრად იქნა არჩეული.

11. ფლორენ სტეტჰეიმერი (1871-1944)

ფლორენ სტეტჰეიმერი ამერიკელი მხატვარია, რომელიც სიკვდილის შემდეგ დაფასდა. მისი სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა ნამუშევარი გაენადგურებინათ, თუმცა მისი და ასე არ მოიქცა. მისი წყალობით დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ სტეტჰეიმერის ნამუშევრები დღეს რამოდენიმე მუზეუმებში ვიხილოთ. 

12. ჯულია ბექი (1853-1935)

ჯულია ბექი შვედი მხატვარი იყო. ის ერთ-ერთი პირველი ქალია, რომელმაც საკუთარი თავის შენახვა მთლიანად თავისივე ნამუშევრებით შეძლო. 

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>