გამოფენა გარე სივრცეში- თბილისის არქიტექტურის ბიენალე

26 ოქტომბრის 17:00 საათიდან 3 ნოემბრამდე გიწვევით თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე გლდანში, ღია ცის ქვეშ.  

"თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში გლდანის რაიონის მთავარი ინფრასტრუქტურული ღერძის გაყოლებაზე ინსტალაციები განთავსდება. ღია ცის ქვეშ გამოფენის კონტექსტი თანამედროვე საქართველოს სოციო-კულტურული მდგომარეობა და უფრო კონკრეტულად გლდანის მიკრო რაიონია. 

ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება აგურის შენობის ეზოში, გლდანის მთავარ არტერიაზე მდებარე ორი იდენტური ფორმის შიდა ეზოში, ეზოების დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდებზე, სათამაშო მოედანსა და ხიდის ნაგებობის წინ. 

გამოფენაზე 15-ზე მეტი არქიტექტორის, ხელოვანისა და არტისტული ჯგუფის ნამუშევრების ნახვაა შესაძლებელი მთელი მსოფლიოდან. თავისი შინაარსით, ყოველი ინსტალაცია დამოუკიდებელ გამოფენას წარმოადგენს ბიენალეს მთავარი თემის „მხოლოდ შენობები არ კმარა“ გარშემო. პროექტები ფოკუსირებულია კვლევაზე, არაფორმალური არქიტექტურის ვიზუალურ და კონცეპტუალურ ასპექტებსა და უშუალოდ გლდანის კონტექსტზე.

ნამუშევრების ნაწილი თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მიერ მოწყობილი ღია კონკურსის შედეგად ჟიურიმ (დავით ავალიშვილი, ირინა დიხამინჯია, ირინა პოპიაშვილი. „ობსკურას“ კუროტორთა ჯგუფი − მარიამ ლორია, მარიამ წიქარიძე და ბიენალეს თანადამფუძნებელი გიგი შუკაკიძე) შეარჩია. 
გამოფენაზე ასევე იქნება მოწვეული ხელოვანთა ინსტალაციები და პავილიონები. 

ღია ცის ქვეშ გამოფენის კურატორები არიან თბილისის არქიტექტურის ბიენალეს თანადამფუძნებელი გიგი შუკაკიძე, ობსკურას კურატორთა ჯგუფი − მარიამ ლორია, მარიამ წიქარიძე და Propaganda. Network-იდან − ანა გაბელაია, ელენე ფასური;
http://biennial.ge/bridge-building-outdoor-exhibition/

პროექტის მხარდამჭერები არიან Creative Europe, ევროპის კულტურული ცენტრი, თბილისის მერია / Tbilisi City HallEnterprise Georgia / აწარმოე საქართველოშიTBC – თიბისი "

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>