ქალაქში დინოზავრები დადიან – ელენე ჩანტლაძე

"ქალაქში დინოზავრები დადიან"
ელენე ჩანტლაძე

გახსნა: 12 ოქტომბერი
დახურვა: 18 ნოემბერი

მხატვარი ელენე ჩანტლაძე დაიბადა ლანჩხუთის რაიონში შავი ზღვის პირა სოფელ სუფსაში 1946 წელს. 1965 წლიდან საცხოვრებლად გადადის წყალტუბოში.
პირველი სახვითი ობიექტების კეთება დაიწყო ადრეულ ასაკში ზღვიდან გამორიყული საგნებით. მხატვარს შექმნილი აქვს უამრავი ნამუშევარი, შესრულებული ნებისმიერ ხელმისაწვდომ მასალაზე მუყაოსა და ფურცლის ნაგლეჯებზე, „ბანბანერკის“ ყუთებზე, რემონტის საღებავის ყუთის თავსახურებზე, ქვებზე, სინებზე, სამედიცინო რენტგენის ასლებზე. ელენე ჩანტლაძე არასდროს გამოსახავს დახურულ შიდა სივრცეს. ფიგურები შეზრდილია ერთმანეთში; ერთი სხეულის კონტური აგრძელებს მეორე სხეულის ფორმას. ერთ მატერიად ქცეული ადამიანების, ცხოველების, თევზების კომპოზიციები არანარატიულია, მოქმედება გაურკვევლობის შეგრძნებითა და იდუმალებით მოცული, თითქოს ყველაფერი წყალქვეშ ხდება. ნამუშევრების თემაა: უახლესი საზოგადოებრივი მოვლენები, პირადი ბიოგრაფია, ილუსტრაციები, პოეტური კომპოზიციები…
მხატვრობასთან პარალელურად ელენე ჩანტლაძე წერს საბავშვო პიესებს და ლექსებს, რომლებსაც თან ურთავს საკუთარ ილუსტრაციებს. 2002 წლიდან მისი ნაწარმოებები იბეჭდება ჟურნალ „სათაფლიაში“.

მონაწილეობა მიღებული აქვს შემდეგ გამოფენებში:

– „დღიურები“ ელენე ჩანტალძე საჯარო კითხვა 
„პერფორმანსის დღეები“ გალერეა ნექტარი ივნისი 2018
– ჯგუფური გამოფენა გალერეა ნექტარი, თბილისი 2015
– Connecting Spaces – Klingental ბაზელი 2014-2015
– „წყალტუბოს არტ ფესტივალი“. პერსონალური გამოფენა. წყალტუბო 2014
– “Artsupermarkt“, სტოქჰოლმი 2014 
– „ნექტარის საშემოდგომო გამოფენა“ გალერეა ნექტარი, თბილისი 2013 
– „ნექტარის საშემოდგომო გამოფენა“ წყალტუბოს არტ ფესტივალი. 
– „მერცხალი“ წყალტუბო 2013
– ფესტივალი „არტგენი“ წყალტუბო 2012 სამხატვრო სკოლა წყალტუბო. "

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>