კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე. ✨

კვირის ფერია


მწვანე ფერი სიცოცხლესთან, ბუნებასთან და განახლებასთან ასოცირდება. ის ზრდის, უსაფრთხოების, ჰარმონიის და ახალი ენერგიების ფერია. 

მწვანე ფერს უკავშირდება ფული, ფინანსები, საბანკო საქმეები და ამბიცია. ასევე, მას განკურნების ძალაც აქვს. ის ყველაზე დამამშვიდებელი ფერია, რაც ადამიანის თვალმა შეიძლება, რომ ნახოს. 

მწვანე ფერს დიდი გავლენა აქვს ჩვენზე. მან შეიძლება, რომ დაგვამშვიდოს, დაგვასვენოს, სწორედ ამიტომ იგი ეხმარება სტრესს, ნერვიულობასა და დეპრესიას. 

კვირის სიმღერაა

https://youtu.be/PGrx6etMl0w

 

Florence and the Machine – ინგლისური ინდი როკ ჯგუფია. მათი სიმღერა სახელწოდებით Dog Days Are Over, 2008 წლის დეკემბერში გამოვიდა.

კვირის ნახატია

მარკ როთკო დაიბადა 1903 წლის 25 სექტემბერს. იყო რუსი წარმოშობის ამერიკელი მხატვარი, აბსტრაქციონისტ-ექსპრესიონისტი. 1970 წლის 25 თებერვალს ნიუ-იორკში,საკუთარ სახელოსნოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კვირის გამონათქვამია

ლაო-ძი — ძვ.წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომლის ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის. თავად სიტყვა „ლაო-ძი“ ნიშნავს მოხუც ფილოსოფოსს, მასწავლებელს.

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>