Fuckup Nights Tbilisi vol.6

,,რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის ვაკეთებთ?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის… Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები ვინც, განიცადა მარცხი, არ დანებდა, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.


როდის და სად?
გელოდებით 26 ოქტომბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi და Fintech.ge პარტნიორობით. ღონისძიების მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.

Fuckup Nights Tbilisi vol. 6-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, Snap Fitness Georgia, adjaranet.com და Estrella Damm.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Entrepreneur Georgia, AT.ge, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.


ონლაინ ბილეთები:
Eventer.ge – https://goo.gl/UydaAe
Tkt.ge – https://goo.gl/TL8C1E
Biletebi.ge – https://goo.gl/5fNYRi

I კალათა – 15 ₾ (Sold out)
II კალათა – 20 ₾
III კალათა – 25 ₾ “

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>