როკო ირემაშვილი – ლამა საბაქთანი?

გამოფენა 29 ოქტომბერს 19:00 საათზე გაიხსნება. დამთვალიერებლებს მისი ნახვა არტარეაში 4 ნოემბრამდე შეეძლებათ. 

გთავაზობთ ოფიციალურ ღონისძიებაზე განთავსებულ ტექსტს:

"OverGround GalleryArtarea/Tv2.0-თან თანამშრომლობით წარმოადგენს როკო ირემაშვილის საავტორო პროექტს – “ლამა საბაქთანი?”.

ჯვარცმის მომენტში, მაცხოვრის მიერ წარმოთქმული „ლამა საბაქთანი?“ [ქართ. რატომ მიმატოვე?], თანამდროვე ადამიანის მდგომარეობის წინასწარი ციტირება, მისი თანაგანცდაა.

პროექტი – „ლამა საბაქთანი?“ – ყვება ამბავს ღვთის ძის, არა მამისგან, არამედ, კაცობრიობისგან მიტოვების… ზოგადად, საკაცობრიო და ქრისტიანული ღირებულებების ნიველირების შესახებ, რომლის შედეგადაც, სიღრმისიული თემების ხვედრი ზედაპირული მიდგომაა, თანამედროვე ადმიანის – მუდმივი მარტოობის განცდა.

პროექტის ავტორი: როკო ირემაშვილი
კურატორი: ნინო გუჯაბიძე

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ."

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>