ბიზნეს დაჯილდოება 2018 განახლებული პრიზებით

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება საქართველოში ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესის მხარდაჭრას ემსახურება. ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება და საზოგადოებას სხვადასხვა კომპანიების წარმატების ისტორიებს აცნობს.

2 წლის მანძილზე დაჯილდოების პლატფორმამ 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.

2018 წელი მონაწილეებისათვის ნამდვილად განსაკუთრებულია!

დაჯილდოება ახალი ნომინაციებითა და პრიზებით ბრუნდება:

წლევანდელი ნომინაციებია:

  • წლის ბიზნესი
  • წლის ქართული პროდუქტი
  • წლის ტურისტული ბიზნესი
  • წლის ქალი მეწარმე
  • წლის სტარტაპი
  • ბიზნესი დადებითი გავლენისთვის

წელს გამარჯვებულებისთვის განსაკუთრებული, სამი კატეგორიის ჯილდოა დაწესებული. თითოეულ გამარჯვებულს საშუალება ექნება საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე თავად შეარჩიოს სასურველი და კომპანიისათვის შესაფერისი ჯილდო. 

გაიგეთ მეტი სამი კატეგორიის ჯილდოს შესახებ:

  • ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ გვერდი

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი საქმიანობის წარმოჩენა და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სტრატეგია დაიგეგმება და ახალი ვებ-გვერდი მომზადდება.

  • ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კამპანია

იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესის ღირებულებები სწორად განსაზღვროთ და აუდიტორიამდე მიიტანოთ, აუცილებელია ბრენდ-პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას, ასევე მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში თქვენი ბიზნესისათვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

  • პროგრამული უზრუნველყოფა

ბიზნესებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური პროცესების გამარტივება და მათი ავტომატიზება, რაც ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, თქვენი ბიზნესპროცესები გაანალიზდება და თქვენი ბიზნესისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი შეირჩევა.

რეგისტრაცია 2018 წლისთვის უკვე დასრულდა, ხოლო ფინალისტები სულ მალე, ნოემბერში გამოვლინდებიან.

სხვა დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ბიზნეს დაჯილდოების საიტზე – www.businessaward.ge

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>