კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე. ✨

 

კვირის ფერია 

ყვითელი – მზის, იმედის, ბედნიერების ფერია. ყვითელი ფერი სიახლეებთან, პოზიტიურ განწყობასთან და ენერგიასთან ასოცირდება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ის გონებრივ აქტივობას აჩქარებს და მახსოვრობას ააქტიურებს. ყვითელი ფერი გვეხმარება ვიყოთ უფრო ლაღები და გახსნილები. ის მატებს თავდაჯერებულობას და ააქტიურებს ნერვულ სისტემას. 

ყვითელი ფერის ზედმეტად გამოყენებას ცუდი გავლენა აქვს. ის გვირთულებს კონცენტრაციის უნარს და გვხვდის უფრო კრიტიკულს, მომთხოვნს. მისი უკმარისობის შემთხვევაში კი, ვართ უფრო იზოლირებულები, და გვექმნება შიშისა თუ კომპლექსების შეგრძნება. 

სხვადასხვა კულტურაში ამ ფერს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ყვითელი ზოგგან მშვიდობის ფერია, ეგვიპტეში ეს ფერი ოქროსფერთან ერთად ღმერთებთან ასოცირდება, იაპონიაში კი, ყვითელი სიმამაცის სიმბოლოა. რაც შეეხება ინდიას, აქ ყვითელი ვაჭრობასთან, ვაჭრებთან ასოცირდება.

 

კვირის სიმღერაა

https://www.youtube.com/results?search_query=beatles+here+comes+the+sun

 

ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა შეტანილია ალბომში Abbey Road, რომელიც გამოვიდა 1969 წელს.

„Here Comes the Sun“ არის ჯორჯ ჰარისონის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, რომელიც ერიკ კლეპტონის სახლში სტუმრობისას დაიწერა. 

 

კვირის გამონათქვამია

კვირის ნახატია

კორიტა კენტი, ცნობილი ასევე, როგორც დედაო მარიამ კორიტა, იყო ხელოვანი, რომელსაც ინოვაციური მიდგომა ჰქონდა განათლებისა და დიზაინის მიმართ. 1960-იანი წლებისათვის მისმა ნამუშევრებმა უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მისი ნახატები გაჭირვების, რასიზმის, ომის, მშვიდობის და სიყვარულის თემებს ეხება. კოტიტა კენტი და მისი შემოქმედება დღემდე აქტუალურად რჩება. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>