კორპუსი 76


,,დღევანდელი თბილისის ურბანული დისტოფიის ფონზე, საბჭოთა მიკრორაიონების ერთგვაროვნება და 90-იანი წლების ბრუტალიზმი კულტურულ ფორმას იძენს და ურბანული განვითარების ჩარჩოს შექმნის საშუალებას იძლევა. გლდანის მიკრო რაიონები სოციალისტური უტოპიის კოლექტივისტური წარსულიდან გვიანი პოსტ–საბჭოთა კაპიტალიზმამდე ამ ურბანული განვითარების მაგალითია, პანელური კორპუსებით, შიდა და გარე სივრცეებითა და ცოცხალი ქუჩებით.

‘კორპუსი 76’ მონაწილეობრივი და სათემო ხელოვნების პროექტია, რომელიც გლდანის მიკრორაიონის # 76 კორპუსში წარიმართება. პროექტი მიზნად ისახავს დამთვალიერებლებისათვის კერძო საცხოვრებელი ბინების გახსნას, მხატვრებისა და მაცხოვრებლების დაახლოებას, მეზობლების ფესტივალის კულტურის დამკვიდრებას და ხელოვნების საცხოვრებელ პრივატულ სივრცეში შემოტანას. პროექტში ხელოვანები არ ემსახურებიან უტოპიურ რეალობას, არამედ საერთო სოციალურ გარემოს ქმნიან. 

კორპუსი 76 სვამს კითხვას, ვინ არის მხატვარი? 
მასპინძელი, რომელიც საშუალებას აძლევს მხატვარს შეიტანოს ნამუშევარი მის შემოქმედებაში – ბინაში? თუ მხატვარი, რომელიც გარდაქმნის კერძო სივრცეს საკუთარი ხედვით? აქ მხატვრის და მასპინძლის სამუშაო სტატუსი თანაბარია, ისევე როგორც გლდანის არქიტექტურის ბიენალე ათანაბრებს გლდანის რაიონს, საბჭოთა საძილე კვარტალს, ქალაქის სხვა ისტორიულ უბნებთან.

‘კორპუსი 76’ ტარდება თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში. გამოფენაზე ნაჩვენებია 24 ადგილობრივი და საერთაშორისო მხატვრის ნამუშევარი, რომლებიც კორპუსის მაცხოვრებლებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ბინის პროექტის ხელოვანები
ანდრო ერაძე / საქართველო / ხელის ჟესტიკულაცია / ვიდეო HD / მონტაჟი

ბარა გალო / ჩეხეთი / 76ის სკანირება / საუნდი, ნახატი

დოდოშკა ჩხეიძე / საქართველო / ანარეკლები /ინსტალაცია

ესთერ კემპ / შვეიცარია / მიმოქცევა / წყლის მილები, წყალი, ნაპოვნი ობიექტები

თეა გვეტაძე/ საქართველო / გერმანია / ცის ია გლდანში / ფერწერა, ობიექტი

იან ჩუდოჟილოვ / შვეიცარია / კორპუსი 76–ის მუსიკალური ნაწილი

იოჰანა პეჯ / გერმანია / მოგესალმებით … – დან/ ღია ბარათები

მარიამ ნატროშვილი +დეთუ ჯინჭარაძე/ საქართველო / წაკითხვისთანავე დაწვი/ტექსტი

ნინო საკანდელიძე / საქართველო / ავსტრია / ჩემი სტატიკური შესრულება უკეთესია, ვიდრე შენი დაგეგმილი მოძრაობა / ქანდაკება

ნუცა ესებუა/ საქართველო / კარები / ფოტო

ხელოვანები კორპუსი 76–ის სადარბაზოში:

ალისა პლიშკა / პოლონეთი / დიახ, დიახ სამეზობლო / ინსტალაცია

თამუნა ჭაბაშვილი / საქართველო / ჰოლანდია / მეხსიერების ღრუბელი / ინსტალაცია

ხელოვანები კორპუსი 76ის მიმდებარე სივრცეში:

ვაჟა მარი / გიო კუჭუხიძე / საქართველო / საუნდ ინსტალაცია

მიშო სულაკაური / საქართველო / ქუჩის ხელოვნება

MistoDiya კოლექტივი (დმიტრო ისაიევ, ანა დობროვა, დმიტრო პუტკინ, მარია სემენენკო) / უკრაინა / არა – საკმარისი შენობა / ინსტალაცია, თამაში

ნატუკა ვაწაძე+თემო ქართლელიშვილი / საქართველო / პალმა – ჩემი ოცნების ხე / აქცია-პერფორმანსი

ნინუცა შატბერაშვილი / საქართველო / პურ-მარილი 3 / პერფორმანსი

სარა ქოულზ / აშშ / რესტიტუციის ბაღი / ხელოვნება საჯარო სივრცეში
კურატორები: გიგი შუკაკიძე / ლალი პერტენავა

პროექტის მხარდამჭერები არიან  Tbilisi Architecture Biennial / თბილისის არქიტექტურის ბიენალეCreative Europeთბილისის მერია / Tbilisi City HallEnterprise Georgia / აწარმოე საქართველოშიTBC – თიბისი, ევროპის კულტურული ცენტრი. "

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>