მეც ის ვიცი რაც შენ იცი – გამოფენა

"The Why Not Gallery მოხარულია წარმოგიდგინოთ გამოფენა 'მეც ის ვიცი რაც შენ იცი', რომელიც შედგება ვატო წერეთლის ვიდეოს, ოლეგ ტიმჩენკოს და ნიკო ცეცხლაძის პერფორმანსის ჩანაწერის და გიორგი გელაძის ფერწერული ნამუშევრებისგან. 

გამოფენა ეხმიანება წლევანდელი თბილისის ტრიენალეს თემას 'ნება', სადაც თემა განიხილება პერსონალურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და ეკონომიკურ ჭრილებში. წარმოდგენილი ექსპოზიცია წარმოაჩენს ხელოვანის ნებას, როგორც შემართებას, უნარს და ძალას გაუძლოს რეალობის ყველაზე მკაცრ გარემოებებს, გააკეთოს კომენტარი დღევანდელობისთვის აქტუალურ თემებზე და ასახოს საზოგადოების კარგად შენიღბული პარანოიები.

ოლეგ ტიმჩენკოს და ნიკო ცეცხლაძის პერფორმანსი 'Stand Against', 1991, იმ დროს შედგა, როდესაც ქვეყანა დრამატულ ტრანსფორმაციას განიცდიდა, ყველა ღირებულება, რწმენის და ცხოვრების სისტემები დაინგრა და დაბნეული საზოგადოება ახალი რეალობის პირისპირ დადგა, რომლის აღქმის უნარი მას არ გააჩნდა. ახლა უკვე ეპიკური ნამუშევარი განუკითხაობის, ტოტალური დაბნეულობის და ველური ძალადობის პერიოდის ყველაზე ზუსტი რეფლექსია აღმოჩნდა.

ვატო წერეთლის ანიმაციური ვიდეო 'ტექნო', 2014, საბჭოთა მენტალობის ფანტომებზე მიუთითებს, რომლითაც ჩვენი საზოგადოება კვლავ გაჯერებულია და იუმორნარევ პერსპექტივას ხატავს, თუ როგორ შეიძლება ამ მოცემულობებისგან გათავისუფლება.

გიორგი გელაძის ერთმანეთზე დაკიდებული ნამუშევრები ხუმრობის, შემთხვევითი ფიქრების, პოლიტიკური დაკვირვებების და სახეში სილის გაწნის ტოლფასი კონფრონტაციების ერთობაა, რომელიც ინსპირირებულია ხელოვანის უშუალო გარემოზე დაკვირვებებით. გამოფენის სათაური გელაძის ერთ-ერთი ნამუშევრიდან არის აღებული."

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

https://www.facebook.com/whynotgallerytbilisi

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>