Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi SS19

1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით სახვითი ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi პირველად უმასპინძლებს. 90-იან წლებში სამოქალაქო ომის დროს განადგურებული და დღეს უკვე  მსოფლიო სტანდარტებს მორგებული ისტორიული შენობა ახლახანს გაიხსნა. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაქმნილი  ყოფილი "მხატვრის სახლი" პირველად უმასპინძლებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას. მისი მნიშვნელობა თანამედროვე ქართული კულტურის პოპულარიზაციაში ზუსტად ეხმიანება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კონცეფციას. მოდა ბიზნესთან ერთად თანამედროვე ხელოვნების განუყოფელი ნაწილია და მოდის კვირეულზე ჩამოსული უცხოელი სტუმრები მოდის ტენდენციებთან ერთად ქართულ კულტურასაც ეცნობიან და მსოფლიოს აცნობენ.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულს ოთხმოცზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. ტრადიციულად თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქებიდან ჩამოდიან მოდის კრიტიკოსები, ბაერები, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები: Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group 
 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში 5 დღის განმავლობაში გაიმართება ჩვენებები, შოუები, წარმოდგენები, გამოფენები და მასტერკლასები. კვირეულის ერთ-ერთი მთავარი პერსონა ლეგენდარული იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარაა.  მსოფლიოში ქუჩის მოდის ერთ-ერთ პიონერად აღიარებული ფუჯივარა ტოკიოში ყველაზე ცნობილი მოდური უბნის ურა-ჰარაჯუკუს სულისჩამდგმელია. დღეს ტოკიოს ყველაზე კონცეპტუალური ქუჩა, არამხოლოდ ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი, არამედ თანამედროვე იაპონიის მოდისა და ხელოვნების ცენტრიცაა. 80-იან წლებში პირველი მოდის სახლის "Good Enough"-ის შექმნამდე ჰიროში ფუჯივარა "Nike"-ის და "Levis"-ის მოდური ხაზის დიზაინერი იყო. "ჰიფ-ჰოფის" ერთ-ერთი პირველი დიჯეი, იაპონიაში ამ ჟანრის ფუძემდებლადაც მიიჩნევა. პარალელურად ის პოპულარულ ბრიტანელ მუსიკოსთან, ავტორთან და შემსრულებელთან ერიკ კლაპტონთან თანამშრომლობს. ლეგენდარული იაპონელი არტისტი 2003 წელს სკარლეტ იოჰანსონთან ერთად სოფია კოპოლას გახმაურებულ ფილმში "თარგმანში დაკარგული" გამოჩნდა.

მოდის კვირეულის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტუმარი ედი მულონი იქნება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის, მალავის მკვიდრი, რომელმაც წლების წინ ნიუ-იორკში მსოფლიოში პირველი მოდის ჯიპიესი (GPS) შექმნა, მარკეტინგული პლატფორმა და დატა ანალიტიქსი, რომელიც ეხმარება მოდის და პარფიუმერიის სამყაროს წარმომადგენლებს წინასწარ გათვალონ და მუდამ მეთვალყურეობაში ჰქონდეთ მათივე ბრენდების მიმართ მოთხოვნები და არასდროს გამორჩეთ მომხმარებლების ნებისმიერი გამოძახილი. "ლანჩმეთრიქსი" დაახლოებით 14 წლის წინ შეიქმნა. მაშინ მისი პირველი პარტნიორი Marc Jacobs -ის მოდის სახლის pr ჯგუფი გახდა, მოგვიანებით DKNY-მ მულონს მისცა შანსი ნოვატორული იდეა გამოეცადა და რეალობად ექცია.  დღეს "ლანჩმეთრიქსი" -ის პარტნიორები არიან ისეთი ცნობილი მოდის სახლები, როგორიცაა Gucci, Dior, L’Oréal, Topshop Adidas. 2010 წლიდან ის მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ოფიციალური პარტნიორი პლატფორმაც გახდა. იმის მიუხედავად , რომ პროგრამისტი ედი მულონი ფეშენ აუთსაიდერი იყო, მან შეძლო შეექმნა პროგრამული მართვის სიატემა, რომელიც დღემდე მოდის სამყაროს მთავარ ჯიპიესად ითვლება.

ჰიროში ფუჯივარას და ედი მულონის საქართველოთი დაინტერესება და მათი გადაწყვეტილება, ჩამოვიდნენ და პირადად გაიცნოთ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ში მონაწილე დიზაინერები მოდის კვირეულის  შვიდი სეზონის წარმატებამ განაპირობა. 

დღეისათვის ქართველი დიზაინერების სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს და ხშირად მათ სასცენო კოსტიუმებადაც ირჩევენ, მათ რიცხვშია Lady Gaga, Bjork, Rihanna, Heidi Klum, Katy Perry,  Winnie Harlow, Olivia Culpo, Isabelle Huppert, Elle Fanning, Gigi Hadid, Paloma Faith, Lord, Kelela, Ashlee Simpson, Kat Graham, Amber Valletta, Jessie J, Kelly Zutrau, Janice Delon, Kristen Noel, Nathalie Kelley, Kelly Rowland, Solange Knowles, Kendall Jenner, Alek Wek, Pamela Anderson, Kourtney Kardashian, Mary J Blige, Angelina Jolie, Bella Hadid, Doutzen Kroes, Elizabeth Sulcer, Tiffany Hsu, Jessica Chastain და სხვა. 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დიზაინერების საერთაშორისო ცნობადობა წელს ივნისში "Pitti Uomo"-ს პრესტიჟულ გამოფენა-გაყიდვაზე მონაწილეობამაც განსაზღვრა. "Pitti Uomo" 46 წელია მამაკაცთა ხაზის დიზაინერებისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება. წელიწადში ერთხელ ფლორენციის უზარმაზარ საგამოფენო პავილიონებში ყველაზე გავლენიანი დიზაინერები, ბაიერები და ბლოგერები იკრიბებიან. სსიპ "აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით მოდის სამყაროს გამორჩეულ წარმომადგენლებს  ქართული კულტურა წარმატებულ ქართველ დიზაინერებთან ერთად ქართველმა ხელოვანებმა მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გააცნეს. 

2019 წლების გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს თბილისში 40-მდე ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში უცხოელ მოდის კრიტიკოსებთან და ბაიერებთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებს და ქართულ მოდას  საპატიო ადგილი მსოფლიო მოდის რუკაზე დაიმკვიდროს. მოდის კვირეულის მიწურულს, 5 ნოემბერს ახალგაზრდა ქართველი დიზაინერები თავიანთ პორტფოლიოს და ლუქებს ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსში  "BENEXT" წარადგენენ. 

მოდის კვირეულის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი კიდევ ერთ პროექტს "ART Georgia" -ს გამოფენებს უმასპინძლებს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ყველა ხელოვანს აძლევს საშუალებას წარადგინოს საკუთარი შემოქმედება ყოველგვარი ჩარჩოების და საზღვრების გარეშე, ადგილი, სადაც რელიგიას, ეროვნებას, ორიენტაციას , რასას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ხელოვნებას არ აქვს საზღვრები. გამოფენებზე შადი გადირიანის, მარი ტომანოვას, არი ვეინკლის, ჰელმუტ ბრეინდერის და ირმა შარიქაძის გამოფენები იქნება წარმოდგენილი. პროექტის ერთერთი მთავარი სტუმარი ირანელი ფოტოგრაფი თაჰმინეჰ მონზავია – არტისტს ირანის და ავღანეთის თანამედროვე ქალების პრობლემებსა და აქტუალურ საკითხებზე მომუშავე ფოტოგრაფი მუდმივად საერთაშორისო პრესის ყურადღების ეპიცენტრშია.  2011 წელს ის პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის  "Sheed Awards"-ის პრიზის მფლობელი გახდა.
 

23 წელია რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ბერლინი,  მილანი, ლონდონი, ნიუ-იორკი, სტამბული, მოსკოვი და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება ანალოგიური მოდის კვირეულები. მსოფლიოს 50 ქვეყანაში ის ხელს უწყობს ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენას და აცნობს მათ მსოფლიოს. მოდის კვირეულის მიზანია, დამყარდეს კავშირები დიზაინერებსა და მოდის სამყაროში ცნობილ და გავლენიან ფიგურებს შორის. 
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სსიპ "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართება. 

ოთხშაბათს 31 ოქტომბერის დილის 10:30 საათზე "Publica"-ში (ლადო გუდიაშვილის ქუჩა #18) press-breakfast-ის ფორმატში კვირეულის ორგანიზატორები კვირეულის სიახლეების პარალელურად მედიის წარმომადგენლებს კიდევ ორი პროექტის  "BENEXT"-ის და "Art Georgia"-ს მომავალ გეგმებსაც გააცნობენ.  

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>