ანდრეა პირლო თბილისშია!

ანდრეა პირლო “ევროპაბეთთან” ითანამშრომლებს.

პარასკევს, 2 ნომბერს, თბილისს ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო ესტუმრა. პირლო კომპანია “ევროპაბეთის” მოწვევით ჩამოვიდა. ვიზიტის მიზეზი კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაა.

ანდრეა პირლო სხვადასხვა დროს თამაშობდა ისეთ იტალიურ საფეხბურთო გრანდებში, როგორებიცაა, იუვენტუსი, მილანი და ინტერი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად არის მიჩნეული. იგი თამაშის განსხვავებული ხედვით, ქარიზმით, კრეატიულობითა და უნიკალური პასის უნარით გამოირჩეოდა.

“ევროპაბეთის” მხრიდან ანდრეა პირლოს სარეკლამო სახედ არჩევა მისმა პერსონამ და თამაშის მანერამ განაპირობა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პირლოს ტიპაჟი საუკეთესოდ მიესადაგება ბრენდის განვითარების კონცეფციას.

გადასაღებ მოედანზე ანდრეა პირლოსთან ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიე იმუშავებს, რომელმაც სხვადასხვა დროს “მერსედეს ბენცის”, “როლექსის” და “პეჟოს” სარეკლამო რგოლები გადაიღო. მას უთანამშრომლია სპორტის ისეთ ვარსკვლავთან, როგორებიც ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო არიან.

 

სინქრონი
ქეთო გიორგობიანი | პროექტის პიარ მენეჯერი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>